ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
აქტუალური თემა
29.09.2012
საქართველოს სტუდენტები: დასავლელმა პოლიტიკოსებმა იცოდნენ საქართველოში წამებისა და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი ფაქტების შესახებ

ევრაზიის ინსტიტუტმა 19 – 21 სექტემბერს ჩაატარა სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტთა ბლიც-გამოკითხვა, საქართველოში სახელმწიფო დონეზე ჩადენილი დანაშაულებრივი ძალადობის ფაქტებისადმი მათი დამოკიდებულების გამოსავლენად. სულ გამოკითხულ იქნა 840 რესპონდენტი თბილისში (640), თელავში (100) და ზუგდიდში (100). მათგან 541 ვაჟი, 299 გოგონა.

გამოკითხულთა 62% მმართველ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ მიიჩნევს დანაშაულებრივ ორგანიზაციად; მათგან 31%-ს პასუხის გაცემა უჭირს, დანაშაულებრივი ორგანიზაციაა „ნაცმოძრაობა“ თუ ევროპული ტიპის დემოკრატიული პარტია. ჩადენილ დანაშაულებებზე პასუხისმგებლობას პრეზიდენტსა და „ნაცმოძრაობას“ თანაბრად აკისრებს სტუდენტების 51%, ხოლო 23% - მხოლოდ პრეზიდენტს და 12% - მთავრობას.

სტუდენტებს კიდევ ერთი შეკითხვა დაესვათ:

„თქვენი აზრით, სააკაშვილის მხარდამჭერმა დასავლელმა პოლიტიკოსებმა იცოდნენ თუ არა საქართველოში წამებისა და ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულებების არსებობის შესახებ?“

პასუხები შემდეგნაირად განაწილდა:

 

ა. იცოდნენ ყველაფერი - 21%

ბ. იცოდნენ ნაწილობრივ  - 35%

გ. არ იცოდნენ არაფერი  - 18%

დ. მიჭირს პასუხის გაცემა  - 26%.

 

ევრაზიის ინსტიტუტი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"