ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
23.09.2012
ვარდების რევოლუცია. შედეგები

"კავკასიური თანამშრომლობის" ვებ-გვერდი აქვეყნებს ქართველ ექსპერტთა მოხსენებას ე. წ. "ვარდების რევოლუციის" მიერ საქართველოსთვის მოტანილი შედეგების შესახებ - ანალიზი ფაქტებითა და სტატისტიკური მონაცემებით... ცნობისათვის: მოხსენება ბროშურის სახით გამოიცა ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. იგი ვრცელდება უფასოდ. ქართულენოვანი ვერსია გამოვა გაზეთ "ახალ თაობასთან" ერთად, 25 სექტემბერს.

ავტორებისგან:

წინამდებარე მოხსენება მიზნად ისახავს ”ვარდების რევოლუციად” წოდებული მოვლენის მიერ საქართველოსთვის მოტანილი ძირითადი შედეგების შეჯამებას. უკვე თითქმის 9 წელიწადი გავიდა აღნიშნული მოვლენიდან, განვლილ პერიოდში უამრავი ღირსსახსოვარი რამ გადახდა საქართველოს და ამიტომაც, სავსებით დასაშვებია შედეგების შეჯამებაზე საუბარი – მით უფრო, რომ სულ მალე უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნები ელის ქვეყანას, რომლის საშუალებითაც, ხალხმა თავისი ვერდიქტი უნდა გამოუტანოს “ვარდების” ხელისუფლებას. მომავალი არჩევნები იქნება გარდამტეხი ეტაპი ქვეყნის ცხოვრებაში, იმისდა მიუხედავად, თუ რომელი ძალა გაიმარჯვებს მასში. “ვარდების რევოლუციის” ეტაპი საქართველოში სრულდება.


 ამ ფონზე რამდენიმე დამოუკიდებელი ექსპერტი პოლიტიკისა და ეკონომიკის სფეროდან შევეცადეთ, აქცენტი გაგვეკეთებინა ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს თემებზე, ამ თემების ფარგლებში კი, მკითხველის სამსჯავროზე გამოგვეტანა ძირითადი ფაქტები, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვთ პოლიტიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით. ანალიტიკოსის ფუნქცია სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ფაქტების, მოვლენების სიმრავლისაგან გამოარჩიოს უმთავრესი, სახელმწიფოსა და მისი ხალხისათვის პირველხარისხოვანი. პოლიტიკოსები მიჩვეულნი არიან ფაქტებით მანიპულირებას, უმნიშვნელო მოვლენების გაზვიადებასა და მნიშვნელოვანის დაკნინებას, როდესაც ეს მათ ინტერესებშია. საქართველოში ასეთი სიტუაცია აშკარად არის გამოკვეთილი – მმართველი ძალა უმეტესწილად ცდილობს, მეორეხარისხოვნით პირველხარისხოვნის გადაფარვას (მაგალითად, ქუჩაში ასფალტის დაგება იმასთან შედარებით, რასაც უმუშევრობა ჰქვია, მეორეხარისხოვანია), ხოლო ოპოზიცია, რიგი მიზეზების გამო, ხშირად ვერ ახერხებს ხელისუფლების პროპაგანდისათვის წინააღმდეგობის გაწევას. გამომდინარე აქედან, წინამდებარე მოხსენება მოწოდებულია, გარკვეულწილად შეავსოს არსებული საინფორმაციო ვაკუუმი და ელემენტარულად, შექმნას საფუძველი, საქართველოს უახლესი ისტორიის მოცემული ეტაპის უფრო ღრმა ანალიზისა და შესწავლისათვის. მოხსენება შეგნებულად დაიწერა მაქსიმალურად პოპულარული ენით და არ არის გადატვირთული სამეცნიერო ლიტერატურისა და სტატისტიკური მასალების მოხმობით, თუმცა სტატისტიკურ მონაცემებზე საერთოდ უარის თქმა არ იქნებოდა სწორი და ავტორებმა ესეც გაითვალისწინეს.


   მიუხედავად იმისა, რომ მოხსენება კრიტიკული პოზიციებიდან უყურებს “ვარდების რევოლუციის” შედეგებს, მას აქვს ობიექტურობის პრეტენზია. არც ერთი კრიტიკული შენიშვნა არ არის გაკეთებული შესაბამისი ფაქტობრივი მასალის მოხმობის გარეშე. ბროშურაში აღნიშნული თითოეული ფაქტი მკითხველისთვის ან ისედაც ცნობილია, ანდა მისი გადამოწმება თავად შეუძლია, თუკი ამას მოისურვებს.

მოხსენების წასაკითხად იხილეთ ბმული: "ვარდების რევოლუცია. შედეგები".

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"