ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
აქტუალური თემა
23.09.2012
ვერტმფრენი - სააკაშვილის საჩუქარი თავისი პირადი მფრინავის ცოლს

მ.სააკაშვილის გარემოცვისაგან პორტალისთვის „პოლიტფორუმი“ დანამდვილებით გახდა ცნობილი, რომ სააკაშვილის „სამართალდამცველების“ მიერ ჩადენილი მხეცობების ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნებამდე სულ ცოტაოდენი ხნით ადრე მიხეილ სააკაშვილმა თავისი პირადი პილოტის ცოლს დაბადების დღეზე, არც მეტი, არც ნაკლები, ვერტმფრენი აჩუქა.

მიხეილ სააკაშვილის მფრინავი, გვარად ქორთოშიძე, ისევე სარგებლობს ჯერ კიდევ საქართველოს ფაქტობრივი პრეზიდენტის მფარველობითა და ზომაზე მეტად უხვი საჩუქრებით, როგორც მრავალი მისი პირადი გარემოცვიდან. ოქროშიძის ვაჟიშვილი თბილისის აეროპორტის დაცვის სამსახურის უფროსია, ოქროშიძეების მთელი კლანი ფლობს ძვირფას ავტომანქანებს, ყველა ამ ავტომანქანას აქვს სერია „ქორ“, ხოლო ნომრები იწყება 001, 002 და ასე შემდეგ, ამ ახლად მოვლენილი „არისტოკრატიის“ საოჯახო იერარქიის შესაბამისად.

ჩვენთვის უცნობია ვერტმფრენ-საჩუქრის მარკა, მაგრამ ინფორმაცია აბსოლუტურად უტყუარია. პორტალი „პოლიტფორუმი“ მოუწოდებს ქართველ ჟურნალისტებს, დაინტერესდნენ ამ თემით.

 

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"