ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ექსპრესკომენტარი
12.09.2012
კარლ ბილდტი - NDI-ის გამოკითხვების დამკვეთი

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის ვიზიტი საქართველოში და მის მიერ ქართული ოპოზიციის მიმართ გამოთქმული ჭკუის დარიგება და გაფრთხილებები ქართველი ხალხის საშინაო საქმეებში თავხედურ ჩარევასა და დემოკრატიის პრინციპების დარღვევას წარმოადგენს, ისევე, როგორც სააკაშვილის რეჟიმის ერთმნიშვნელოვან მხარდაჭერას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სავსებით სწორად აღიქვა სიტუაცია და დემოკრატიული პრინციპების დამცველის როლში მოგვევლინა, რამაც, ბუნებრივია, პროვინციელი ქართველი დიპლომატების გაღიზიანება გამოიწვია, რითაც მათ თავი სასაცილო მდგომარეობაში ჩაიყენეს: „მტერი“ რუსეთი საქართველოში დემოკრატიის მხარეს აღმოჩნდა, როდესაც იოლად გააშიშვლა შვედი დიპლომატის არაკორექტული საქციელი. ქართულმა ოპოზიციამ ეს უნდა დაიმახსოვროს და ჯეროვნად შეაფასოს.

   რაც შეეხება თავად კარლ ბილდტს. იგი საერთაშორისო ლიბერალ-ფაშისტური კამარილიის ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენელია, უფრო „პოლიტკორექტულად“ რომ ვთქვათ, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპაში ამერიკელი ნეოკონსერვატორების ფილიალს წარმოადგენს და იდეოლოგიური მოსაზრებებით მიხეილ სააკაშვილის პირადი მეგობარია. იგი ისეთივე ტიპაჟია, როგორებიც არიან გლუქსმანები, კონ-ბენდიტები და სხვა ანტიმართლმადიდებელი, არარუსული წარმოშობის ლიბერალ-ფაშისტები. სამწუხაროა, რომ შესანიშნავმა ნეიტრალურმა სახელმწიფო შვედეთმა ვერ მოიცილა ეს სუბიექტი, თუმცა ეს შვედი ხალხის საქმეა.

   ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, გვსურს, შევახსენოთ მკითხველებს, რომ ამერიკული ორგანიზაცია NDI-ის მიერ ცოტა ხნის წინათ ჩატარებული გამოკითხვების მთავარ სპონსორად, რომელთა შედეგების მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობა“ თურმე ქართველი ამომრჩევლის ხმების თითქმის 40 პროცენტს იღებს, ხოლო „ქართული ოცნება“ მხოლოდ დაახლოებით 20 პროცენტს, შვედეთის განვითარების საერთაშორისო სააგენტო (Sida) მოგვევლინა. ანუ ეს ის უწყებაა, რომელიც პირდაპირ ექვემდებარება კარლ ბილდტს.

   ნავარო და ბილდტი - ასეთი კოქტეილი ნამდვილად არ იწვევს ნდობას.

 

ევრაზიის ინსტიტუტი

სურათზე: ერთ-ერთი შვედური კარიკატურა კარლ ბილდტზე

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"