ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ექსპრესკომენტარი
07.09.2012
მინდია გულუას სურდა, სიბრძნე ეთქვა, მაგრამ საპირისპირო გამოუვიდა...

ციტატა: ივანიშვილი ან ამერიკელ სენატორს ატყუებს ან მთლიანად საქართველოს მოსახლეობას. მაკკეინთან შეხვედრაზე ივანიშვილი ღიად აფიქსირებს, რომ თავისი ქონების უკანასკნელი ნაწილიც გაყიდა და ამით ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა რუსეთთან, რომ მისთვის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პრიორიტეტი ნატოში გაწევრიანება იქნება. ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგი არც მე და არც ჩემი პოლიტიკური გუნდი ვართ, თუმცა, არა სათანადო წინაპირობების გარეშე. მხედველობაში მაქვს თითოეული თანამემამულისთვის სისხლხორცეული პრობლემა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რომელიც აუცილებლად ნატოში გაწევრიანებამდე უნდა მოხდეს, რადგან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რეგლამენტი სახელმწიფოთა საზღვრების გადახედვას არ ითვალისწინებს... ჩვენ ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ ეს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში საქართველოს იურისდიქციის აღდგენის სანაცვლოდ არ უნდა მოხდეს. ამ პრობლემის გადაწყვეტა კი რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების გარეშე წარმოუდგენელია. თუ ჩემი პოლიტიკური ოპონენტი ისე ფიქრობს, როგორც ეს მაკკეინთან შეხვედრაზე გამოჩნდა, მაშინ, რით განსხვავდება იგი დღევანდელი ხელისუფლებისგან, რომელიც თავისი რიტორიკით და პროვოკაციული ქმედებებით მუდმივად ქმნის ახალი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხეს. ღირს ამაზე დაფიქრება, ძვირფასო თანამემამულენო“...


ივანიშვილი ამერიკელ სენატორს ან საქართველოს მოსახლეობას ატყუებს, როგორც ბატონი გულუა ვარაუდობს ლოგიკის მოშველიებით – კეთილი და პატიოსანი, არის ამაში სიმართლის მარცვალი. მაგრამ საინტერესოა, თავად ბატონი გულუა რუსეთის მოტყუებას აპირებს თუ როგორ გავიგოთ მისი, ასე ვთქვათ, „სტრატეგიული“ იდეები?

„ჩვენ ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ...“ – თქვენ თქვენ ხართ, მაგრამ რუსეთი და მისი ინტერესები სხვაა. აი რუსეთი, შეიძლება, იყოს წინააღმდეგი საქართველოს ნატოში წევრობისა... და თუ ეს ასეა, საინტერესოა, რუსეთმა რატომ უნდა მოისურვოს აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნება ქართულ სახელმწიფოებრივ სივრცეში – იმიტომ, რომ შემდეგ ბატონმა გულუამ, რომელიც „ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგი არ არის“, ქვეყანას აფხაზეთიან-სამაჩაბლოიანად თავი უკრას ამ ნატოში? გამოდის, რომ რუსების ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე რუსეთში მცხოვრებ გულუას ფრიად ცუდი წარმოდგენა ჰქონია.

 „ღირს ამაზე დაფიქრება, ძვირფასო თანამემამულენო!“ (®Mindia)

 

ევრაზიის ინსტიტუტი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"