ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ექსპრესკომენტარი
07.09.2012
NDI ცდილობს, დაამციროს პირადად ბიძინა ივანიშვილი

გარდა იმისა, რომ ამერიკულ ორგანიზაციას ხშირად ედება ბრალი პარტიათა არარეალური რეიტინგების გავრცელებაში, იგი ბიძინა ივანიშვილის პიროვნებას პირდაპირ ამცრობს კიდეც. NDI–ის მიერ დღეს გამოქვეყნებული ქართველი პოლიტიკოსების რეიტინგის სხვაგვარი შეფასება რთულია.

გარდა იმისა, რომ პირადი სიმპათიების რეიტინგით საგრძნობლად ლიდერობენ ვანო მერაბიშვილი (62%) და მიხეილ სააკაშვილი (61%), აუტსაიდერ ბიძინა ივანიშვილს წინ უსწრებენ ისეთი ოდიოზური პარტიის ლიდერებიც კი, როგორიცაა „ქრისტიანულ-დემოკრატიული გაერთიანება“ – გიორგი თარგამაძე (49%) და ინგა გრიგოლია (41%).  საქმე ის არის, რომ იმავე ამერიკულმა ორგანიზაციამ, როგორც იქნა, აღიარა, რომ „ქრისტიან-დემოკრატთა“ რეიტინგი არ აღემატება 3%-ს.

„ქართული ოცნების“ ავტორიტეტი თითქმის მთლიანად ემყარება ბ.ივანიშვილის ავტორიტეტს, ამიტომ, გამოქვეყნებული დაბალი პარტიული მაჩვენებელი („ოცნების“ 12% „ნაციონალების“ 37%-ის წინააღმდეგ)  ახლა ინტერპრეტირებულ იქნება, როგორც ამ პარტიის ლიდერის შედარებით დაბალი პიროვნული რეიტინგის შედეგი. ხოლო მეორე სორტის ფიგურის, ინგა გრიგოლიას დაყენება პარტიის ლიდერ ბიძინა ივანიშვილზე უფრო წინ ნიშნავს იმას, რომ ადგილი აქვს ივანიშვილის მარგინალიზაციისა და დაცინვის მცდელობას.

 

ევრაზიის ინსტიტუტი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"