ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ექსპრესკომენტარი
19.08.2012
რატომ არ სწყალობს „ქართული ოცნება“ დიმიტრი ლორთქიფანიძეს

საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილისთვის მოსალოდნელი თანამშრომლობა კოალიცია „ქართულ ოცნებასა“ და თავისი წესიერებით გამორჩეულ დეპუტატ-უფლებადამცველ დიმიტრი ლორთქიფანიძეს შორის, როგორც ჩანს, არ შედგება. თუმცაკი ლორთქიფანიძე არ წყვეტს ვარსკვლავებს ციდან, მაგრამ იგი სულაც არ არის ურეიტინგო პოლიტიკოსი, მას შეუძლია ფორა მისცეს კოალიციის ბევრ უსახურ მაჟორიტარ კანდიდატს.

 

მაშ რით აიხსნება „ქართული ოცნების“ მხრიდან პარლამენტის წევრ დიმიტრი ლორთქიფანიძის უგულებელყოფა? ლორთქიფანიძე ხომ შემჩნეული არ ყოფილა ყბადაღებულ „პრორუსულ ორიენტაციაში“, ამ მხრივ იგი ძალზე ზომიერი და აწონილ-დაწონილი პოლიტიკოსია. სხვა მხრივ მისი შეხედულებები არ ეწინააღმდეგება ბიძინა ივანიშვილის მიერ გაჟღერებულ პრინციპებს, ქვეყნის სამომავლო მოწყობასთან დაკავშირებით. მაგრამ არის ერთი დეტალი: ლორთქიფანიძემ რამდენჯერმე გამოხატა თავისი აზრი, როგორც ჰომოსექსუალური ურთიერთობების ლეგალიზაციისა და პროპაგანდის დაბეჯითებულმა მოწინააღმდეგემ. ამ კატეგორიის პირთა მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას იგი არ მალავდა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, სწორედ ამ მიზეზით ლორთქიფანიძე საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს „შავ სიებში“ ფიგურირებს, „ქართული ოცნება“ კი ამ ფაქტორს უწევს ანგარიშს.

 

ლორთქიფანიძე დამოუკიდებლად იყრის კენჭს თუ გარეგნულად პრორუსულად ორიენტირებულ პარტია „თავისუფალ საქართველოს“ მიეკედლება, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი არ არის ამ არჩევნებისთვის, მაგრამ მასთან თანამშრომლობაზე უარის თქმა, „ქართულ ოცნებას“ , სულ მცირე, სარგებელს არ მოუტანს.

 

ევრაზიის ინსტიტუტი

 

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"