ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
აქტუალური თემა
14.08.2012
ვანოს პომიდვრები გორში და მიხოს კიტრები გარდაბანში – მძიმე შედეგი გლეხობისათვის

თუ ბოლო პერიოდის ტენდენციებს დავაკვირდებით, ხელისუფლების მაღალჩინოსნების ყურადღება სოფლის მეურნეობისკენ არის მიპყრიბილი. არავინ იცის რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო დროს, ჩინოვნიკები საკუთარი მეურნეობის მოწყობით აქტიურად დაკავდნენ. ზოგი საკუთარი ახალი ბიზნესის განვითარებას მალულად, "ზედმეტი" თვალისგან მოშორებით არჩევს, ზოგიც კი ღია პიარის ელემენტებს ანიჭებს უპირატესობას. საკუთარი, მინი-მეურნეობის განვითარებით ქვეყნის პირველი პირი აქტიურადაა დაკავებული. გასულ წელს ყვარელში, სააკაშვილს ყურძნის კრეფისას მონაკოს პრინცმა, ალბერტ მეორემაც კი წაახმარა ხელი.

სააკაშვილისგან განსხვავებით, ვანო მერაბიშვილი უპირატესობას პომიდორს ანიჭებს. ახლადგაპრემიერებული მერაბიშვილს იმდენად მოეძალა სოფლის სიყვარული და მინდვრად მუშაობის სურვილი, რო,მ როგორც ამბობენ, გორელ გლეხებს უკვე დათესილი ნაკვეთები გადაუხნა და განსხვავებული ჯიშის პომიდორი ლამის საკუთარი ხელით დარგო. მერაბიშვილის მადა არც თუ პატარა აღმოჩნდა, პრემიერის პომიდვრები რამდენიმე ათეულ ჰექტარზეა გადაჭიმული, ხოლო დაზარალებული გორელი გლეხების პროტესტი კი რა თქმა უნდა, გასაგებ მიზეზთა გამო სოფლის შუკებს არ გასცდენია. ასეა თუ ისე, მერაბიშვილს მომჩივანი არ გამოუჩნდა და სადაცაა, პრემიერი ნადსაც მოაწყობს.

ყოფილი სოფლის მეურნეობის მინისტრის, ბატონი მიხო სვიმონიშვილის საქმე კი ცოტა მძიმედაა. ფაქტზე, რომლის შესახებაც ქვემოთ გიამბობთ, უკვე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და გამოძიება მიდის.

 გარდაბნის რაიონის სოფელი ქესალო ძირითადად აზერბაიჯანელებით არის დასახლებული და რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სოფელს წარმოადგენს. 2006 წელს, როდესაც სახელმწიფომ სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზება დაიწყო, სოფლის გამგებლის თავმჯდომარეობით შეიქმნა კომისია, რომელსაც სოფელ ქესალოსთვის ადმინისტრაციულად მიკუთვნებული მიწების პრივატიზება უნდა მოეხდინა. კომისიას სოფლის გამგებელი, ა. ისმაილოვი ხელმძღვანელობდა. Gმას, ვისაც მიწის პრივატიზება სურდა, 200-დან 300 ლარამდე უნდა გადაეხადა, ამ თანხას კომისიის წევრები ხელზე იღებდნენ, მათი თქმით, თანხა ნოტარიუსის მეშვეობით სახელმწიფოს ანგარიშზე ირიცხებოდა.

 მოულოდნელად გლეხებს გამოუცხადეს, რომ მიწის პრივატიზაცია დროებით შეჩერდა, იმ პერიოდისთვის მიწების თითქმის 50 პროცენტი უკვე პრივატიზებული იყო. 2012 წლის იანვარში გლეხებს უთხრეს, რომ მიწები გაყიდულია და გადახდილი თანხების უკან დაბრუნება დაიწყეს. გლეხებს გადახდილ თანხაზე 28-30 ლარი დააკლეს. ეს თანხა ნოტარიუსის მომსახურებისთვის გაწეულ ხარჯებში ჩაუთვალეს. ამ ხერხით დაახლოებით 40 ათასი ლარი იქნა უკანონოდ მითვისებული. აღმოჩნდა, რომ გლეხებს გადახდილი თანხები მაშინ დაუბრუნეს უკან, როდესაც მიწები უკვე გაყიდული იყო. 2011 წელის შემოდგომაზე გლეხებმა 150 ჰექტარზე იონჯა დათესეს, ეს მაშინ, როდესაც მიწები უკვე გაყიდული იყო, თუმცა გლეხებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. 150 ჰექტარი მიწის დამუშავებისა და იონჯის დათესვის ღირებულებამ 150 ათასი ლარი შეადგინა. 2012 წლის მარტში კი, სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი მიხო სვიმონიშვილი პირადად გამოეცხადა ქესალოელ გლეხებს და განუცხადა, რომ ის მიწები, რომელსაც გლეხები აქამდე ამუშავებდნენ, უკვე მისი საკუთრებაა.                                                                    

"ჩვენს მიერ დახარჯული 150 ათასი ლარი დაკარგულია. როცა ვამუშავებდით და ვთესავდით, მაშინ გავეფრთხილებინეთ.  ეკონომიკის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მუშაკებს უნდა სცოდნოდათ და იცოდნენ კიდეც, რომ მიწები დამუშავებული და დათესილი იყო, იცოდნენ, მაგრამ არ გაგვაფრთხილეს, მოგვატყუეს და თაღლითობით გადასცეს საკუთრებაში მიხო სვიმონიშვილს, რომელმაც უკვე დათდესილი მიწები თავიდან გადახნა.  ჩვენს სოფელში ცხოვრობს რაიონის დეპუტატი შახვათ ხიალოვი, რომელიც ასევე მოტყუებით დაეპატრონა ჩვენი სოფლის კუთვნილი მიწების 50 ჰექტარს. არც თვითონ თესავს და არც ჩვენ გვაძლევს დათესვის საშუალებას. დეპუტატი პოლიციის საშუალებით გვიკრძალავს მიწის დამუშავებას", - ამბობს ქესალოს მცხოვრები.

 აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქესალოს მიწებით მარტო სვიმონიშვილი არ დაინტერესებულა. გარდაბნის ტერიტორიაზე არსებობდა `საცდელი სადგური~, რომლის  ხელმძღვანელობამაც შექმნა შ.პ.ს. "აგროგანვითარება". ამ ორგანიზაციის საშუალებით მავანი ასევე ჩუმად დაეპატრონა სოფლის მიწებს. გლეხებს კი არც პრივატიზაციის და არც შესყიდვის გზით არ მისცეს საშუალება მიწა შეეძინათ.

Bბუნებრივია, დავინტერესდით, რა პოზიცია ექნებოდა ამ საკითხთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის სამინისტროს ქესალოელმა გლეხებმა საკითხში გარკვევის მიზნით არაერთხელ მიმართეს, პასუხი დღემდე ვერ მიიღეს, ქალბატონ ქობალიასთან ბედი ჩვენც ვცადეთ, თუმცა სამინისტრო დღემდე დუმილის უფლებით სარგებლობს.

აღნიშნული საკითხით დიდად არც საქართველოს მთავარი პროკურატურა დაინტერესდა. რამდენიმეთვიანი წვალების შემდეგ, როგორც იქნა, მომხდარ ფაქტზე საქმე აღიძრა, თუმცა გამოძიება იმდენად ნელი ტემპებით მიდის, რომ აშკარაა, საბოლოო შედეგი კარგა ხნით დააგვიანებს.

 

ნინო დარსაველიძე,

სპეციალურად პორტალისთვის – “პოლიტფორუმი

 

 

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"