ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ექსპრესკომენტარი
04.08.2012
NATO-სადმი დამოკიდებულება საქართველოში იცვლება

ახლახანს ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, რომელშიც ევრაზიის ინსტიტუტის სპეციალისტებიც მონაწილეობდნენ, საქართველოს მოსახლეობაში არ დომინირებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართ უარყოფითი განწყობა, მაგრამ აშკარაა, რომ ნატო ამავე დროს, განსხვავებით ამერიკანიზირებული ხელისუფლებისა და ოპოზიისგან, მოსახლეობისთვის არ წარმოადგენს რაიმე ფასეულობას ან მორალურ იმპერატივს.

გამოკითხულ იქნა 535 ადამიანი თბილისის მასშტაბით:

 

1.როგორ ფიქრობთ, ნატო არის?

1.1.აგრესიული სამხედრო ბლოკი                               - 10,46%

1.2.თავდაცვითი სამხედრო ბლოკი                              - 76,07%

1.3.მიჭირს პასუხის გაცემა                                        - 13,45%

 

2.თქვენი აზრით, ნატოს გავლენა მსოფლიოში?

2.1.იზრდება                                                         - 58,87%

2.2. კლებულობს                                                    - 13.08%

2.3.უცვლელი რჩება                                                - 20,00 %

2.4 მიჭირს პასუხის გაცემა                                         - 8.03%

3.საზოგადოების ერთი ნაწილი თვლის, რომ ნატო საფრთხეს უქმნის რუსეთს, ჩინეთს, მესამე სამყაროს ქვეყნებს. მეორე ნაწილის აზრით, ნატო არ წარმოადგენს საფრთხეს მსოფლიოს არცერთი ქვეყნისთვის. თქვენ რომელ აზრს ეთანხმებით - პირველს თუ მეორეს?

3.1.პირველს                                             - 25,04%

3.2.მეორეს                                                - 58,87%

3.3.მიჭირს პასუხის გაცემა                              - 16,07%

 

4.საზოგადოების ერთი ნაწილის აზრით დღეს საქართველოსა და ნატოს მიზნები ემთხვევა, მეორე ნაწილი კი თვლის, რომ საქართველოსა და ნატოს მიზნები განსხვავებულია. თქვენ რომელ აზრს ეთანხმებით - პირველს თუ მეორეს?

4.1. ემთხვევა                                               - 49,90%

4.2.განსხვავებულია                                        - 26,16%

4.3.მიჭირს პასუხის გაცემა                                - 23,92%

 

 

5.როგორ ფიქრობთ, ნატოსთან ურთიერთობის გამყარება საქართველოს მოუტანს?

5.1.მეტ სიკეთეს                                               - 56,07%

5.2.მეტ ზიანს                                                  - 12,33%

5.3.მიჭირს პასუხის გაცემა                                   - 31,58%

 

6.როგორ ფიქრობთ, უნდა აგზავნიდეს თუ არა საქართველო თავის სამხედრო კონტინგენტს ნატოს სამხედრო მოქმედებების ზონებში(ავღანეთი, ერაყი)?

6.1.უნდა აგზავნიდეს აუცილებლად                                                         - 21,12%

6.2.არ უნდა აგზავნიდეს არავითარ შემთხვევაში                                         -  32,71%

6.3 ქართველი ახალგაზრდები არ უნდა იღუპებოდნენ სხვის ომში                   -  33,45%

6.4 მიჭირს პასუხის გაცემა                                                                    - 12,71%

 

7.ხშირად განიხილება საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი. როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ პერსპექტივის მიმართ?

7.1.სასურველია და შესაძლებელი                                                            - 43,17%

7.2.არ არის სასურველი, მაგრამ შესაძლებელია                                           - 11,21%

7.3.არ არის სასურველი და შეუძლებელია                                                   -  8,41%

7.4.სასურველია, მაგრამ შეუძლებელია                                                      - 19,06%

7.5 მიჭირს პასუხის გაცემა                                                                        -18,13%

 

8. ამერიკული ორგანიზაცია NDI მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 80% მდე მხარს უჭერს ნატოში გაწევრიანებას. თქვენი აზრით რა პროცენტი უჭერს მხარს?

8.1 0%-10%           - 7,4%

8.2 10%-20%        - 5,6%

8.3 20%-30%        - 11,58%

8.4 30%-50%        - 23,92%

8.5 50%-60%        - 25,79%

8.6 60%-70%        - 20,00%

8.7 70%-90%        - 15,70%

8.8 90%-100          - 3,90%


9. საკითხის ასე დაყენების შემთხვევაში : ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, თუ ნატოში გაწევრიანება?

9.1 მხარს დავუჭერ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას                       - 73,83%

9.2 მხარს დავუჭერ ნატოში გაწევრიანებას                                             - 10,28%

9.3 მიჭირს პასუხის გაცემა                                                                - 7,10%



კომენტარი: ნატოს შესახებ მოსახლეობის ზოგადად დადებითი წარმოდგენების ფონზე იოლად გამოიყოფა წმიდა უტილიტარული დამოკიდებულება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართ - ხალხი მასში ხედავს გარკვეულ ტექნიკურ საშუალებას, მაგრამ არა აბსტრაქტულ ფასეულობას, ან რამენაირ მორალურ იმპერატივს, რომლისკენაც უნდა მიისწრაფოდეს. სხვა სიტყვებით, ნატო მარტივად შეიძლება იქცეს "საგნად", რომელზეც უარის თქმა შეიძლება (შდრ. მე-9 კითხვა). ამასთან მოსახლეობის თვით ის ნაწილი, რომელიც ნატოს დადებითად განიხილავს, არ არის მზად, დათანხმდეს არსებითი ხასიათის მსხვერპლსა და რისკებს მისი გულისათვის, მაგალითად ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობას (მე-6 კითხვა), ხალხს სურს ნატოში დაინახოს მხოლოდ სტრუქტურა, რომლის გამოყენებაც შეიძლება საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ, მაგრამ გამოკითხულთა აბსოლუტურ უმრავლესობას არ სურს, პირიქით, ემსახუროს ნატოს.

ერთმანეთს რომ შევადაროთ არსებული სიტუაცია, რომელიც ასახავს მოსახლეობის დამოკიდებულებას ჩრდილოატლანტიკური ალიანსისადმი და 2008 წლის პლებისციტის შედეგები, შეიძლება დავასკვნათ, რომ სახეზეა მოსახლეობის ენთუზიაზმის მკვეთრი ვარდნა საქართველოს ამ ორგანიზაციაში გაწევრებასთან დაკავშირებით (იხ. კითხვები 5 და 7), არადა 2008 წელს, თუნდაც საგრძნობლად მომატებული ციფრების მიხედვით, პლებისციტზე დაახლოებით 78%-მდე მოქალაქემ დაუჭირა მხარი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. დღეს ეს ციფრი შეადგენს 43-იდან 56 პროცენტამდე.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"