ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
აქტუალური თემა
04.08.2012
სოციოლოგიური გამოკითხვა: საქართველოს მოქალაქეთა დამოკიდებულება მომავალი საპარლამენტო არჩევნების მიმართ

  2012 წლის 15-23 ივლისს ევრაზიის ინსტიტუტმა (სოციოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი - პროფ.ლევან მეტრეველი) ჩაატარა ქ.თბილისის და სამი რეგიონის  (კახეთი, ქვემო ქართლი, სამეგრელო) მცხოვრებთა ანკეტური გამოკითხვა საქართველოს პარლამენტის მომოვალი არჩევნებისადმი მოსახლეობის დამოკიდებულების შესასწავლად. სოციოლოგიური გამოკვლევა საცდელ (პილოტურ) ხასიათს ატარებდა. მასში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სქესის, ასაკის, სოციალური მდგომარეობის, პროფესიის 500-მა ადამიანმა.

 

1.იწვევს თუ არა თქვენში ინტერესს  ამ წლის შემოდგომას ჩასატარებელი საქართველოს პარლამენტის არჩევნები?

1.1 დიახ.                                       - 84,2%

1.2 არა.                                         - 10,6%

1.3 მიჭირს პასუხის გაცემა.                  -  5,2%

2. როგორ ფიქრობთ, რაში მდგომარეობს საქართველოს პარლამენტის არჩევნების მნიშვნელობა?

2.1 მათი არჩევა, ვინც ქვეყნისათვის და მისი მოქალაქეებისათვის აუცილებელ კანონებს იღებს.  - - 52,8%

2.2  არჩევნები ფორმალობაა, რომელიც სჭირდება ხელისუფლებას, და არა ხალხს.   – 24,5%

2.3 ხალხის წარმომადგენლების არჩევა, რომლებიც კონტროლს გაუწევენ ბიუროკრატებს და ჩინოვნიკებს.  -13,4%

2.4  პოლიტიკური კლანების ბრძოლა ქვეყანაში ძალაუფლების მოპოვების მიზნით.  - 6,2%

2.5  სადეპუტატო მანდატი იძლევა საკუთარი ან ფინანსურ-სამრეწველო ჯგუფების ბიზნესის ინტერესების ლობირების საშუალებას.  – 3,0%

3. შემდეგი მტკიცებებიდან რომელი ასახავს ყველაზე ზუსტად თქვენს განზრახვას მიიღოთ მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის მომავალ არჩევნებში?

3.1 დარწმუნებული ვარ, რომ არ მივიღებ მონაწილეობას ამ არჩევნებში.     - 15,0%

3.2  შეიძლება მივიღო მონაწილეობა, მაგრამ ეჭვი მეპარება.                    - 17,0%

3.3  თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ალბათ მივიღებ მონაწილეობას.     -  18,0%

3.4 ნამდვილად ვიცი, რომ მივიღებ მონაწილეობას.                              -  44,0%

3.5 მიჭირს პასუხის გაცემა.                                                             -  6,0%

4. რას ელით ამ არჩევნებისაგან  მთლიანად ქვეყნისთვის?

4.1ცხოვრება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.                                 - 26,8%

4.2 ცხოვრების გაუმჯობესების იმედი მაქვს.                                    - 48,8%

4.3 ეჭვი მეპარება, რომ რაიმე შეიცვლება.                                       - 13,0%

4.4 დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი უფრო უარესი იქნება.            - 2,4%

4.5 მიჭირს პასუხის გაცემა.                                                          - 9,0%

5.როგორ ფიქრობთ, ასრულებენ თუ არა  დეპუტატები და პარტიები თავიანთ წინასაარჩევნო დაპირებებს?

5.1 პრაქტიკულად ყველა ასრულებს.                                                 - 4,2%

5.2 ძირითადად ასრულებენ.                                                           - 25,0%

5.3 ძირითადად არ ასრულებენ.                                                        - 36,0%

5.4 საერთოდ  არ ასრულებენ.                                                          - 13,6%

5.5 მიჭირს პასუხის გაცემა.                                                              - 21,2%

6. როგორ ფიქრობთ, ჩატარდება თუ არა საქართველოს პარლამენტის მომავალი არჩევნები სამართლიანად  თუ არჩევნების მომზადების და ჩატარების დროს გამოყენებული იქნემა სხვადასხვა სახის მანიპულაციები და შედეგების დამახინჯება?

6.1 სრულიად სამართლიანად.                                                            - 12,0%

6.2 ძირითადად სამართლიანად.                                                          - 25,0%

6.3 მანიპულაციებით და დამახინჯებით.                                                 - 21,0%

6.4 ძალიამ დიდი მანიპულაციებით და გაყალბებით.                                  - 8,2%

 6.5 მიჭირს პასუხის გაცემა.                                                               - 33,8%

7.ელით თუ არა არჩევნების მომზადებისა და ჩატარების დროს შემდეგ დარღვევებს და მანიპულაციებს?

7.1 ადგილობრივი ხელისუფლების ზეწოლა ამომრჩევლებზე გარკვეული პარტიისათვის ხმის მიცემის მიზნით.                                                                                  - 10,0%

7.2 ” ბინძური” წინასაარჩევნო ტექნოლოგიები.                                  -  9,0%

7.3 პარტიების მხრიდან  მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გამოყენების განსხვავებული შესაძლებლობა.                                                                             - 7,0%

7.4 ამომრჩეველთა მოსყიდვა პარტიების მიერ.                                      - 6,0%

7.5 ტელევიზიის ძირითადი არხების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის მიკერძოებული გაშუქება.  - 8,0%

7.6 საარჩევნო უბნებზე სიებით და საარჩევნო  ბიულეტენებით მანიპულირება.                  - 6,0%

7.7 არ ველი დარღვევებს  და მანიპულაციებს.                                                         - 20,0%

7.8  მიჭირს პასუხის გაცემა.                                                                                -34,0%                                                                                                                                                                                         8. რა აზრისა ხართ საქართველოს პარლამენტის არჩევნების ბოიკოტის იდეაზე?

8.1 მხარს ვუჭერ.                                                                      – 12,6%

8.2 არ ვუჭერ მხარს.                                                                -  68,4%

8.3 სამწუხაროდ, ეს იდეა განუხორციელებელია.            -   9,0%

8.4 მიჭირს პასუხის გაცემა.                                                   -   10,0%


9. სქესი

9.1 მამრობითი        - 38,6%    9.2 მდედრობითი          - 61,4%

10. ეროვნება

10.1 ქართველი                                -  70,2%

10.2 აზერბაიჯანელი                          -  21,0%

10.3 სომეხი                                     -  5,0%

10.4 ოსი                                         - 1,2%

10.5 აფხაზი                                     - 0,6%

10.6 რუსი                                        - 1,6%

10.7 სხვა                                          -  0,4%

11.  სოციალური მდგომარეობა

11.1 სახელმწიფო მოხელე                  - 13,8%

11.2 ბიზნესმენი                              - 3,8%

11.3 თვითდასაქმებული                      - 23,8%

11.4 უმუშევარი                                - 52,4%

11.5 პენსიონერი                               - 6,2%

12. ასაკი

12.1 18-25                                            - 21,4%

12.2 25-35                                            - 17,0%

12.3 35-45                                            - 17,3%

12.4 45-55                                            - 19,6%

12.5 55-65                                            - 15,2%

12.6 65 და ზევით                                     - 9,6%


კომენტარი: განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს მე-6 პუნქტი - სულაც არ არის ცალსახა სურათი ამომრჩეველთა მიერ იმ საფრთხის შეფასებასთან დაკავშირებით, რასაც ქართულ არჩევნებზე მანიპულაციებისა და გაყალბებების მანკიერი ტრადიცია ჰქვია. ასევე საინტერესოა, შევადაროთ პუნქტების 1, 3 და 4 შედეგები ერთმანეთთან - აშკარა უმრავლესობას აინტერესებს მომავალი არჩევნები (84%), მაგრამ გამოკითხულთა მხოლოდ 62% აცხადებს საკმარისი დაბეჯითებით, რომ მივა არჩევნებზე. ეს ციფრი (62%) არც თუ ისე ლოგიკურად გამოიყურება გამოკითხულთა აშკარა უმრავლესობის მოლოდინის ფონზე, რომ მომავალ არჩევნებს შეუძლია ცხოვრების გაუმჯობესება (თითქმის 75%). ამიტომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ არჩევნებზე ამომრჩეველთა 62%-ზე მაინც უფრო მეტი რაოდენობა მივა.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"