ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
"სკივრი"
02.05.2009
ვლადიმერ ხომერიკი: წერილი მეძავ სააკაშვილს

რედაქციისგან: რუსული ვერსია: ბმული.

”შერბილებული” ქართული თარგმანი, რომელიც გამოაქვეყნეს კოლეგებმა ”საქართველოს რესპუბლიკაში” : ბმული.

ჩვენი აზრით, რუსული სიტყვა "проститутка" არამც და არამც არ ითარგმნება როგორც ”ცოდვილი”. ცოდვილნი ყველა ადამიანია, მაგრამ მეძავნი - პოლიტიკის სფეროში მოიძებნებიან უხვად, მით უმეტეს, ქართულ პოლიტიკაში...

ვლადიმერ ხომერიკი

როგორც ცინიზმისა და პირფერობის მწვერვალი შეიძლება დავახასიათოთ მ. სააკაშვილის ყოფნა და ქცევა თბილისში წმინდა სამების ტაძარში დღესასწაულზე, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ინიციატივით გაიმართა. მ. სააკაშვილმა არ გამოიყენა თავისი შანსი, მოენანიებინა ქართველი ხალხის წინაშე წმინდა ტაძარში და მოეშორებინა ცოდვები ხალხისთვის წართმეული ხელისუფლების გამო და დაეტოვებინა მრავალტანჯული საქართველოს საზღვრები. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მას მისცა ასეთი შანსი და ეს, ალბათ, გათვლილი იყო სწორედ ასეთი მიზნისთვის, რომელსაც საფუძვლად ედო ცოდვის მონანიება და შერიგება, ვინაიდან სააკაშვილის ნატურა საქართველოში ყველამ კარგად შეისწავლა და იცის, თუ რა დგას მისი სიტყვებისა და დაპირებების უკან.

მაგრამ მიშამ მოინდომა ეს სიტუაციაც გამოეყენებინა თავის სასარგებლოდ. მან ცრუ პირფერობის შადრევნის ამოფრქვევით გაუწოდა ხელი თავის ყოფილ თანამოძმეს, დღეს კი ამერიკის მიერ დანიშნულ ოპოზიციონერს. ეს მოქმედება სულაც არ განსხვავდებოდა ცოდვილის ჟესტისგან, რომელიც იწვდის ჭუჭყიან ხელს მორიგი კუპიურისთვის, მხოლოდ ამჯერად ფსონი ჩასული იყო პრეზიდენტის მმართველობის გაგრძელებაზე, რისთვისაც მიშა მზადაა კომპლექსურად გამოიყენოს ყველა მოთხოვნა, რათა მიიღოს თავისი საფასური.

წარმოიდგინეთ, როგორ შეუძლია ამ ეშმაკეულს შეადაროს თავისი თავი ქართველი ერის ღირსებას - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და განაცხადოს: "მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ვალდებული ვარ გავიმეორო პატრიარქის სიტყვები, რომლებიც მან თავის შესახებ თქვა: ცოდვილთაგან მე ყველაზე ცოდვილი ვარ". წარმოგიდგენიათ, არ ინანიებს, პირიქით, იმეორებს კათოლიკოს-პატრიარქის სიტყვებს! რა კარგად გამოძვრა ჩვენი ცოდვილი, რომელსაც ცოდვათა მიჩქმალვა არაფერს უშველის, ვინაიდან დამნაშავის ადგილი მაინც ციხეშია, და აქ მისთვის ინდულგენციები არ არსებობს.

შემდეგ, ჩვენი "მტრედი" აცხადებს: "მე მინდა, რომ ყველა ჩვენგანი გათავისუფლდეს ზიზღისგან, ვინაიდან ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება იყოს საქართველოში, ეს არის პიროვნული ზიზღი და დაპირისპირება. ჩვენ არასოდეს არ უნდა გვრცხვენოდეს ერთიმეორისთვის თვალებში შეხედვა". მიშა რა სირცხვილზე ლაპარაკობ. განა შენ იცი, რა არის ეს გრძნობა. შენ ხომ ხარ როგორც მედუზა-გორგონა, რომლის თვალებში შეხედვაც სასიკვდილოა. და შეეცადე აგვიხსნა, თუ როგორ შეიძლება მართო ის ქვეყანა და ხალხი, ვის მიმართაც გაქვს პიროვნული ზიზღი და დაპირისპირება...

როდესაც მოუწოდებ ხალხს და ოპოზიციას, "გასწირონ თავი ქვეყნისთვის და ეს ყველაფერი გააკეთონ ქვეყნის გაერთიანებისთვის", როგორ მოგიბრუნდება ენა, ნუთუ დაივიწყე, რომ სულ ახლახან დააქციე ქვეყანა და ამ დროს დაღუპე ათასობით სიცოცხლე. და განა გაქვს შენ უფლება, მოითხოვო ვინმესგან მსხვერპლი, როდესაც თავად გეშინია, გაწირო პრეზიდენტის მითვისებული სავარძელი. მაშ, გაწირე შენი სავარძელი და მიეცი საქართველოს ხალხს თვითგამორკვევისა და ქვეყნის გადარჩენის შანსი!

შენ ამბობდი: "ჩვენს მთავრობას შეუძლია არ დაეთანხმოს რადიკალურ მოთხოვნებს, ერთი კი აბსოლუტურად ცხადია - ყველაზე მაღლა დგას ჩვენი ქვეყანა და ერთი მეორისადმი ჩვენი სიყვარული ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ არასოდეს არ ავიღებთ ხელში იარაღს ერთი მეორის საპირისპიროდ და ჩვენ ყველა საკითხს გადავწყვეტთ საუბარში, ზიზღისა და აგრესიის გარეშე, მეორე მხარის აზრის გათვალისწინებით".

მიშა, გეყოფა სიცრუე და უსირცხვილობა!

გვითხარი, რა სიყვარულზე ლაპარაკობ.

როგორ დაგავიწყდა "მშვიდობიანი საუბრის შესახებ", რომელიც გამართე 2007 წლის ნოემბერში, როდესაც მშვიდობიანად სცემდი და გაზით სწამლავდი საქართველოს ხალხს..

როგორ დაგავიწყდა, რომ "ზიზღისა და აგრესიის გარეშე, მეორე მხარის აზრის გათვალისწინებით", შენ შექმენი 2008 წლის აგვისტო. როდესაც, "ზიზღისა და აგრესიის გარეშე, მეორე მხარის აზრის გათვალისწინებით, შენ მოუწყვე ქვეყნის მოსახლეობას, მათ შორის აფხაზებსა და ოსებსაც, აგრეთვე რუსებს, სისხლიანი ომი, რომელმაც ასობით დაღუპულ ადამიანამდე, ნგრევამდე და საქართველოს სირცხვილამდე მიგვიყვანა.

შენ ტაძარშიც კი კიდევ ერთხელ შეეცადე, რომ გადაგეტანა ხალხის ყურადღება საკუთარი დამანგრეველი როლისგან გარეშე საფრთხეზე რუსეთის სახით, შენ განაცხადე რომ: "აგრესია და ზიზღი მხოლოდ ანგრევს ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც ჩვენი ქვეყანაა და ასე იყო ათეული წლების განმავლობაში. მზად ვარ პირდაპირ აქედანვე, ანდა ხვალ, ზეგ დავიწყო საუბარი იმის შესახებ, თუ როგორ დავეხმარო ჩვენ ხალხებს, როგორ დავძლიოთ სიძნელეები, როგორ გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა და წინააღმდეგობა გავუწიოთ მტერს, რომელიც თბილისიდან 40 კილომეტრზე იმყოფება და ჩვენკენ ზარბაზნის ლულები მოუშვერია".

მიშა, შენ უნდა შეგეშინდეს საკუთარი ხალხისა, - ეს შენი ზიზღი და აგრესია ანგრევს, თუ უკვე არ დაანგრია, ჩვენი პატარა ქვეყანა, რომელიც შენი წყალობით გაცილებით უფრო დაპატარავდა.

როგორ შეგიძლია განაცხადო, რომ "მზად ხარ დაიწყო საუბარი", შენ მხოლოდ საუბარს ხედავ, ატყუებ საკუთარ ხალხს და ღუპავ ქვეყანას.

შენ, ეტყობა, დაგავიწყდა, თუ ვინ ჩააგდო ხალხი გაჭირვებაში, რის გაერთიანებასაც შენ აპირებ საუბრებში ჩართვით.

შენ, ეტყობა, დაგავიწყდა, რომ დაანგრიე ქვეყანა, რომლის გაერთიანებასაც აპირებ საუბრით.

რომელ მტერს გინდა შენ რომ დაუპირისპირდე.

თურქეთს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ანადგურებდა ჩვენს ეთნოსს და ახლა იმზირება საქართველოს ნაწილისკენ, რომელიც ოდესღაც რუსეთმა წაართვა და შეუერთა საქართველოს.

შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ მხედველობაში გქონდა ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც ამჟამად ხელს უწყობს საქართველოს დაშლას, ქართული კულტურისა და სულიერების განადგურებას. მაგრამ ამერიკელები ასე ახლოს არ არიან, თუ შენ, რასაკვირველია, მხედველობაში არა გაქვს მათი გემების ზარბაზნები ფოთში.

შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ შენ მხედველობაში გაქვს რუსეთი, მაგრამ მან ხომ, შენი წყალობით, ორ დღეში ჩაიგდო ხელში საქართველო, ნატოს მომზადებულ ჯარებთან ერთად, რომელმაც თავი დაიზღვია და სავსებით სწორად წამოვიდა იქიდან.

ასე რომ, ვფიქრობ, ეს რუსეთი არ არის ან შენ როგორი გიგანტი ხარ, რომ თავი რუსეთს დაუპირისპირო. შენ მისთვის უბრალო ჭიაყელა ხარ, რომელიც, თუ სურვილი ექნება, შეიძლება რამდენიმე ნაწილად დაგგლიჯოს. სამწუხაროდ, საქართველოსთვის ეს პროცესი უკვე დაიწყო, ვფიქრობ მტრად შენ მხედველობაში გყავდა არა რუსეთი, არამედ თავად საკუთარი თავი, ვინაიდან საქართველოსთვის არ არსებობს უფრო საშიში მტერი და დამანგრეველი, ვიდრე შენა ხარ - უფალო სააკაშვილო.

შენ, მიხეილ, საქართველოსთვის ხარ მისი უბედურება და ტკივილი.

გასაგებია, რომ შენ იცავ საკუთარ ტყავს და სასწრაფო დასასრულისა და შურისძიების შიშით მზადა ხარ მლიქვნელურად წაუწვე ხალხს, დაანგრიო საქართველო და საერთოდ, წაართვა მას სახელმწიფოებრიობა.

შეკითხვას იმის შესახებ, თუ როდემდე შეუძლია ითმინოს ეს ქართველმა ხალხმა, როდესაც გაიღვიძებს მისი სიამაყე, ანდა თვითგადარჩენის გრძნობა, რათა საკონსტიტუციო უფლებაზე ზედმეტი ლაყბობის გარეშე, რომელიც შენ წაართვი ქართველ ხალხს, წაგავლოს ხელი და ჩაგსვას იმ ციხეში, სადაც შენ გყავს გამომწყვდეული უდანაშაულო პოლიტიკური პატიმრები... ვფიქრობ, ძალიან ცოტა დაგრჩა და თუ არ წახვალ ქვეყნიდან, შენ გელის საკუთარი ხალხის მარადიული წყევლა.

იფიქრე, რა სირცხვილით მოსავ შენ საკუთარ ერს, როგორ შავ და წარუშლელ კვალს ტოვებ საქართველოს ისტორიაში.

უსმინე უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, ჭეშმარიტად მოინანიე და გაქრი ქართველი ხალხის ცხოვრებიდან.

განვედ, მოეშვი საქართველოს!

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"