ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
"სკივრი"
28.01.2009
მსოფლიო ფინანსური კრიზისის აქტუალური პერიპეტიები ევროკავშირში

მილიარდობით სახელმწიფო დახმარებების მიუხედავად, ბევრ ევროპულ ქვეყანაში შესაძლოა, ბანკების გადარჩენის მიღებული პაკეტები ჩაიშალოს.

ევროკომისია პესიმისტურ სურათს ხატავს და, როგორც ჩანს, ვარაუდობს, რომ გამოქვეყნებული სტატისტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი რეალობას არ შეესაბამება. კომპანიებისთვის ფული ხელმიუწვდომელი რჩება ან მხოლოდ ძალზე მაღალ პროცენტებშია მისაწვდომი. გადარჩენის გეგმათა მთელი წყება ყოველგვარი ეფექტის გარეშე ჩაიფუშა. როგორც ”ფაინენშელ ტაიმს-დოიჩლანდ” იტყობინება, მილიარდების ოდენობით სახელმწიფო დახმარებების მიუხედავად, კომპანიებისთვის საკრედიტო წნეხი ოქტომბრის შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდა.

”ფაინენშელ ტაიმს-დოიჩლანდ” ეყრდნობა ევროკავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარის ჩეხეთის მიერ კონფიდენციალურად მომზადებულ ანალიზს, რომელიც ევროკავშირის ფინანსთა მინისტრების გასულ კვირაში შემდგარი შეხვედრისთვის მომზადდა, ეს ანალიზი კი, თავის მხრივ, ეფუძნება ევროკავშირის სახელმწიფოთა მთავრობების მიერ მოწოდებულ მონაცემებს. მდგომარეობა იმდენად რთულად არის შეფასებული, რომ ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებში არ გამოირიცხება ბანკების გადარჩენის პაკეტების მეორე ტალღის საჭიროების გაჩენა. ამით უარყოფილია გერმანიის ეროვნული ბანკის მიერ გასულ კვირაში გამოთქმული მოსაზრება, რომლის თანახმადაც საკრედიტო თვალსაზრისით სირთულეების წარმოშობა მოსალოდნელი არ უნდა ყოფილიყო.

ევროკავშირის სავალუტო და ეკონომიკის კომისარი ჟოაკინ ალმუნია მიიჩნევს, რომ ევროკავშირის სახელმწიფოთა მთავრობებმა ბანკებზე მეტი ზეწოლა უნდა მოახდინონ, რათა ბანკებმა სახელმწიფოსგან მიღებული დახმარება ეკონომიკაში დააბანდონ. გადასახადების გადამხდელისათვის გაუგებარია გადარჩენის პაკეტების არსი, თუკი ბანკები საწარმოებზე არ გასცემენ სესხებს. პირველ რიგში ექსპორტის დაფინანსებასთან დაკავშირებული პრობლემები იძლევიან შეშფოთების საფუძველს, ვინაიდან სწორედ ეს პრობლემები ამუხრუჭებენ საერთაშორისო ვაჭრობას. თუკი არ მოხდება კრედიტების გაცემის მკვდარი წერტილიდან დაძვრა, კონიუნქტურული გაჯანსაღების პროგრამები მარცხისთვის არიან განწირულნი. მთავრობისა და ევროპის ცენტრალური ბანკის მოქმედებამ თუმცა კი იქონია გავლენა იმაზე, რომ ბანკები ერთმანეთს მეტ ფულს აძლევენ სესხად, - ამბობს ალმუნია, მაგრამ მდგომარეობა საერთაშორისო საბანკო ბაზარზე კვლავ მეტად საჩოთირო რჩება.

ევროკომისია შეშფოთებულია იმითაც, რომ ევროკავშირის ზოგიერთი შედარებით ”სუსტი” ქვეყანა დიდი გაჭირვებით ახერხებს კონიუნქტურის გამაჯანსაღებელი პროგრამებისათვის თანხების მოგროვებას. მაღალ საპროცენტო განაკვეთებსაც, რომლებიც უკვე კარგა ხანია, სახელმწიფო სესხებისთვის გადახდილი უნდა იყვნენ, არ ძალუძთ ამ სიტუაციის შეცვლა. და ეს იმის მიუხედავად, რომ სარეიტინგო სააგენტოების მიერ აღნიშნული ქვეყნების საკრედიტო სანდოობა ჯერ არ ჩამოწეულა. განსაკუთრებით ყურადღებას იპყრობს ირლანდიის შემთხვევა, რომლის ჩამოქვეითება რეიტინგში ახლო მომავლის საქმეა. ესპანეთისაგან განსხვავებით დასუსტებული ”კელტური ვეფხვი” ჯერ კიდევ AAA სტატუსით სარგებლობს რეიტინგში, ამასთან ირლანდია უკვე ამ ეტაპზე იხდის 6%-ს ათწლიანი სახელმწიფო სესხისათვის. სპრედი პროცენტში გერმანიასთან ამგვარად 3%-მდე გაიზარდა. ეს განსხვავება უკვე ორჯერ მეტია ვიდრე ესპანეთის ან პორტუგალიის შემთხვევაში, რომლებიც უკვე A+ და სულაც A- -მდე არიან ჩამოქვეითებულნი. ირლანდია იხდის თითქმის იმდენივე ზედნამატს, რამდენსაც ევროკავშირის ყველაზე უფრო ჩამორჩენილი, A- -რეიტინგიანი ქვეყანა საბერძნეთი.

Caucasia Experts. გერმანული ჟურნალ ”ტელეპოლისის” მასალების მიხედვით

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"