ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
13.06.2012
ამიერკავკასიის ქვეყნებში ჰილარი კლინტონის ტურნეს შეფასება

ევრაზიის ინსტიტუტის პოლიტიკურმა ექსპერტებმა - გადამდგარმა დიპლომატმა და პარლამენტარმა ჰამლეტ ჭიპაშვილმა, აგრეთვე ყოფილმა პარლამენტარმა, ომბუდსმენმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნანა დევდარიანმა სპეციალურად ჩვენი საიტისთვის კომენტარი გაუკეთეს კავკასიურ ქვეყნებში, საქართველოს ჩათვლით, ჰილარი კლინტონის ვიზიტს.

თავიანთი სტატიები ქალბატონმა ნანამ და ბატონმა ჰამლეტმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დაწერეს. გაირკვა, რომ მათ შეფასებებში პრაქტიკულად სრული თანხვედრაა მთავარ საკითხთან მიმართებით, რომელიც ქართულ საზოგადოებას აწუხებს - ამა წლის ოქტომბრისათვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები.

კერძოდ, კლინტონის ვიზიტი თუმცა არ არის ამჟამინდელი ხელისუფლების ცალსახა მხარდაჭერის გამოვლინება, მაგრამ ამ ვიზიტს ნამდვილად არ ჰქონია სააკაშვილის იძულების ხასიათი, უარი თქვას პოლიტიკაში შემდგომ მონაწილეობაზე (მაგალითად, პრემიერ-მინისტრის რანგში), როგორც ამას ზოგიერთი ქართველი ოპოზიციონერი მიიჩნევს. ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ ამიერკავკასიაში კლინტონის ვიზიტის მარშრუტზე: ერევანი - ბათუმი - ბაქო. ანუ კლინტონი სულაც არ ჩამოსულა სპეციალურად შიდასაარჩევნო სიტუაციის დასარეგულირებლად საქართველოში, არამედ მას ჰქონდა სხვა, უფრო ფართო მიზნები, დაკავშირებული რეგიონში ამერიკულ სტრატეგიასთან, განსაკუთრებით ირანული ფაქტორის გათვალისწინებით.

ამასთან ერთად აღინიშნება აშშ სახელმწიფო მდივნის შედარებით ზომიერი ტონი რუსეთის მიმართ, არადა, კლინტონის პროვოცირებას ცდილობდნენ ქართველი ჟურნალისტები, რათა მას რაიმე გამაფრთხილებელი განცხადება გაეკეთებინა მოსკოვის მისამართით, რუსული არმიის მომავალ სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით, რომლებიც ოქტომბრის არჩევნებს ემთხვევა. მეორე მხრივ, საქართველო აშშ-ის ხელში რჩება რუსეთთან დიპლომატიური „ვაჭრობის“ საშუალებად.

ქვემოთ, მიმაგრებულ ფაილში გთავაზობთ ორი ავტორის მოსაზრებებს სრულად.

Hilari_Klintonis_viziti_09_06_12

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"