ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ტრიბუნა
07.06.2012
დავით-გარეჯის მონასტრის გარშემო შექმნილ ვითარებას სტუდენტებიც დააკვირდებიან
ახლახანს ჩვენ გამოვთქვით აზრი დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილზე აზერბაიჯანის მიერ პერიოდულად პრეტენზიების წამოყენებასთან დაკავშირებით, შევეცადეთ, აგვესხნა ამ მოვლენის მიზეზები და გამოსავალი გზებიც შეგვეთავაზებინა.

ამის შემდეგ ევრაზიის ინსტიტუტს დაუკავშირდნენ ქართველი სტუდენტები, რომელთაც შეუქმნიათ დავით-გარეჯის დამცველთა საინიციატივო ჯგუფი, ინფორმაციების გასავრცელებლად კი ინტერნეტში ბლოგი გაუხსნიათ: „დავითგარეჯი საქართველოა!

როგორც ბლოგზე განთავსებული ინფორმაცია გვაუწყებს, „ჯგუფის მიზანია გავერთიანდეთ კუთვნილი ტერიტორიის დასაბრუნებლად“. სამწუხაროდ, საქართველოს არაერთი ტერიტორია გაუხადეს დასაბრუნებელი, ისევ და ისევ საქართველოს ხელისუფლებმა. შესაძლოა, ამჟამინდელი ხელისუფლების „წყალობით“ დავით-გარეჯა მთლიანად გახდეს „დასაბრუნებელ“ ტერიტორიათა სიაში შესატანი. ამიტომ ახალგაზრდების თუნდაც ერთგვარი რადიკალური მიდგომა ყოველმხრივ მისასალმებელია. საინიციატივო ჯგუფი იქმნება იმ ვითარებაში, როდესაც პარტიულმა ძიძგილაობამ ყველაფერთან ერთად ახალგაზრდული მოძრაობების იდეასაც გაუკეთა დისკრედიტაცია, ახალგაზრდებს აღარ გააჩნიათ იდეალიზმი და „დასავლური სტანდარტების“ შესაბამისად, მხოლოდ ჭამაზე, სექსზე და კარიერაზე ფიქრობენ, მათ მიერ შექმნილი საინიციატივო ჯგუფები თუ მათი მონაწილეობა პარტიულ ცხოვრებაში სწორედ ამ „მაღალ იდეალებს“ ემსახურება. მაგრამ საბედნიეროდ, ეს ყველას არ ეხება, ამიტომ გვაქვს მომავლის იმედის საფუძველი.

ევრაზიის ინსტიტუტი მოუწოდებს ყველა ქართველსა და ქრისტიანს, ასევე საქართველოს პატრიოტ ყველა მოქალაქეს, შეძლებისდაგვარად მხარი დაუჭიროს ამ ინიციატივას.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"