ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
13.05.2012
დასავლელი დიპლომატები ”დემოკრატიის ზეიმზე” თურქმენეთში (ვიდეო)
როგორც ცნობილია, დასავლეთის ქვეყნები თავს დემოკრატიის ეტალონად მიიჩნევენ მთელი დანარჩენი, არადასავლური სამყაროსათვის. სწორედ ამ მიზეზით დასავლეთის პოლიტიკური ლიდერები ბოიკოტს უწყობენ უკრაინას, რომლის ხელმძღვანელობამ გაბედა და, მადამ ტიმოშენკო კანონის ძალით ჩასვა ციხეში, რომელიც, რუსული გამოთქმა რომ ვიხმაროთ, მის გამო დიდხანს ”ტიროდა”.

მით უმეტეს უფრო აუცილებელია ლუკაშენკოს ბელარუსის ბოიკოტირება.

სამაგიეროდ, დასავლეთი თავზე ხელს უსვამს სააკაშვილისმაგვარ ”დემოკრატებს”, ვერ ამჩნევს საქართველოში ადამიანის უფლებების რაიმენაირ დარღვევას – პატარა წითელი ლაქები მადამ ტიმოშენკოს გამხდარ მუცელზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ასობით ქართველი პატიმარი, რომლებიც ყოველწლიურად იხოცებიან ქართულ ციხეებში, შესაბამისი უწყებების მხრიდან მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის ფეხებზე დაკიდებით ან პირდაპირი ფიზიკური ზემოქმედების შედეგად.

პრინციპში ყველაფერი ცხადია: გრეგიან-ტიმოშენკო და სააკოვ-სააკაშვილი – საკუთარი ”ძაღლიშვილებია”, მათ მეტი ეპატიებათ, ვიდრე ”ვიღაც” ლუკაშენკოს ან იანუკოვიჩს.

მაგრამ თუკი ფლობ ენერგოშემცველების უზარმაზარ რეზერვებს, მკაფიოდ აკონტროლებ სიტუაციას ქვეყანაში და გაქვს პოლიტიკური მანევრისთვის საკმაო სივრცე, შენ არა მხოლოდ გაპატიებენ, შენით ასევე აღფრთოვანდებიან, ტაშს დაგიკრავენ, როცა მოინდომებ.

იხილეთ ვიდეო ქვემოთ – მღერის თურქმენეთის პრეზიდენტი გ.ბერდიმუხამედოვი, დასავლეთის სახელმწიფოთა დიპლომატიური კორპუსის თანდასწრებით. ყურადღებით დააკვირდით ამ კმაყოფილ ფიზიონომიებს, გათამაშებულ ღიმილებსა და მლიქვნელურ გამოხედვებს – მაშინვე ცხადი გახდება, რომ თურქმენეთში დემოკრატიის თვალსაზრისით ბევრად უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე ბელარუსიასა და უკრაინაში!

http://www.youtube.com/watch?list=LLdm-u-eInqF06UkDFRiqmxw&feature=player_detailpage&v=UmUWbizzw0U
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"