ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
დიასპორა
07.05.2012
რუსეთში ეთნიკური ქართველების მორიგი ”შევიწროება”

საქართველოს მმართველი რეჟიმი თავისი მორჩილი მასმედიის საშუალებით განაგრძობს რუსეთში ქართული დიასპორის მდგომარეობის შესახებ საზოგადოების დეზინფორმირების მცდელობებს, თითქოსდა რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა ავიწროებს ეთნიკურ ქართველებს და პირწავარდნილ ანტიქართულ პოლიტიკას ატარებს.

რეჟიმი, რომელსაც არაფერი აქვს თავისი ქვეყნისთვის სათქმელი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შესახებ და ნახევრად მშიერ მოსახლეობას პოლიციური აღლუმებით ”ართობს”, მალავს ჩვენს ჩრდილოელ მეზობლებთან წარმოების სექტორის სწრაფი განვითარების ფაქტს. იმ დროს, როდესაც ”ვარდრევოლუციონრების” მმართველობის შედეგად საქართველოს სავაჭრო ბალანსმა კატასტროფულ მაჩვენებელს მიაღწია - 80 პროცენტზე მეტი იმპორტს შეადგენს, ექსპორტი კი მხოლოდ დაახლოებით 20 პროცენტია, ანუ, როდესაც საქართველო თავად თითქმის უკვე აღარაფერს აწარმოებს, რუსეთში იქმნება და ვითარდება ულტრათანამედროვე საწარმოები, გამოდის მაღალხარისხიანი პროდუქცია. თავისი წვლილი რუსეთის განვითარებაში ქართული წარმოშობის მეწარმეებსაც შეაქვთ, რომლებიც სიამოვნებით დაეხმარებოდნენ თავიანთ ისტორიულ სამშობლოს - საქართველოს, მაგრამ სააკაშვილის რეჟიმი მათ ამის გაკეთებას უკრძალავს.

მაღალტექნოლოგიური წარმოების წარმატებული განვითარების მორიგი მაგალითის დემონსტრირება მოახდინა ალექსანდრე ებრალიძემ, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა სანქტ-პეტერბურგის განვითარებისათვის, აგრეთვე რუსულ-ქართულ მეგობრობაზე ისტორიული მეხსიერების გაძლიერებისთვის (მაგ., იხ. ”რუსული არმიის ლომი”, როგორც ისტორიული ორიენტირი მომავალი ქართველი სამხედროებისთვის, და არა მხოლოდ მათთვის), ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ტვერის ოლქის მთავრობის პრეს-სამსახური იუწყება (იხ.: Подписано соглашение о новом инвестиционном проекте).

გარდა იმისა, რომ ძლიერდება რუსული ეკონომიკა, ძლიერდება რუსეთის ქართული დიასპორაც. ხოლო ზოგიერთი ქართული მასმედიის მიერ გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ თითქოს ალ. ებრალიძეს რაღაც ფინანსური პრობლემები აქვს, მორიგი დეზინფორმაცია გამოდგა. როგორც არ უნდა აუკრძალოს რეჟიმმა რუსეთის მოქალაქეობის მქონე წარმატებულ ქართველებს, დაეხმარონ საქართველოს, მას ეს ბოლომდე არ გამოუვა.

თემატური სტატიები
01.05.2010
პარტნიორები
"სკივრი"