ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
07.05.2012
პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ქართველი სტუდენტების გამოკითხვა

18 - 23 აპრილს ევრაზიის ინსტიტუტის სოციოლოგ. სამსახურმა ოთხი უმაღლესი სასწავლებლის 360 სტუდენტის (184 გოგონა, 176 ვაჟი) გამოკითხვა ჩაატარა: თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელმწ. უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწ. ტექნიკურ უნივერსიტეტში, ESM-სა და თელავის ი.გოგებაშვილის უნივერსიტეტში.

24 - 28 აპრილს კი იგივე შეკითხვები დაესვა ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიისა (ქართული ოცნება, თავისუფალი საქართველო,ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, ლეიბორისტული პარტია, ეროვნული ფორუმი, რესპუბლიკური პარტია) და ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების (თავისუფალ სტუდენტთა კავშირი, სამოქალაქო ფრონტი, მოძრაობა ”არა!”, მოძრაობა ”7 ნოემბერი”, ერთიანი სტუდენტური მოძრაობა) 42 წარმომადგენელს.

შედეგები საკმაოდ მოულოდნელია იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ხელისუფლება პრეზიდენტის, პარლამენტის, განათლების სამინისტროსა და სხვა სტრუქტურების სახით უზარმაზარ ენერგიას ხარჯავს ახალგაზრდობის ანტირუსული სულისკვეთებით ”აღსაზრდელად”. რუსული ენა ფაქტობრივად გაძევებულია სახელმწიფო სკოლებიდან და უმაღლესი სასწავლებლებიდან, სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსული ენა ახალგაზრდობისთვის საჭირო აღარ არის, ლანძღავს რუსულ სახელმწიფოს და ა. შ. ერთი სიტყვით, ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საგანმანათლებლო სექტორის ვესტერნიზაციას. და აი, ამ მძიმე ფონზე ვღებულობთ ქვემოთ წარმოდგენილ სურათს - მიუხედავად პროპაგანდისა, რუსეთს სულისკვეთებითა და ისტორიით მახლობელ ქვეყნად გამოკითხულ ქართველ სტუდენტთა 74% მიიჩნევს. ასეთი შედეგი არ იქნებოდა გასაკვირი, გამოკითხვა შედარებით უფროსი თაობების წარმომადგენლებში რომ ჩატარებულიყო; განსხვავებით მათგან ახლანდელი სტუდენტები ხომ არ ცხოვრობდნენ სსრკ-ში და ძირითადად მათ არ გააჩნიათ ობიექტური და მკაფიო წარმოდგენები რუსეთის და საქართველოს ერთობლივი წარსულის შესახებ.

მაშ ასე, გამოკითხვის შედეგებია) სტუდენტები:1. ქვემოთ ჩამოთვლილ პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან რომლებს მიიჩნევთ ყველაზე სტაბილურად და წარმატებულად? (დახურული კითხვა, არა უმეტეს სამი პასუხისა)1.1. რუსეთი 48%1.2. უკრაინა 34%1.3. ბელორუსია 18%1.4. მოლდავეთი 14%1.5. ყაზახეთი 27%1.6 უზბეკეთი 9%1.7. ყირგიზეთი 2%1.8. ტაჯიკეთი 3%1.9. თურქმენეთი 4%1.10. საქართველო 7%1.11. აზერბაიჯანი 46%1.12. სომხეთი 12%1.13. მიჭირს პასუხის გაცემა 18%2. ქვემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან რომლებს მიიჩნევთ საქართველოსთვის ყველაზე საიმედო პარტნიორებად საერთაშორისო არენაზე? (დახურული შეკითხვა, არა უმეტეს სამი პასუხისა)2.1. რუსეთი 14%2.2. უკრაინა 49%2.3. ბელორუსია 4%2.4. მოლდავეთი 3%2.5. ყაზახეთი 17%2.6. უზბეკეთი 2%2.7. ყირგიზეთი 1%2.8. ტაჯიკეთი 0%2.9. თურქმენეთი 2%2.10. აზერბაიჯანი 45%2.11. სომხეთი 5%2.12. მიჭირს პასუხის გაცემა 27%3. ქვემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან რომლებია ცივილიზაციური და კულტურული გაგებით თქვენთვის ყველაზე ახლოს მყოფი? (დახურული შეკითხვა, არა უმეტეს სამი პასუხისა)3.1. რუსეთი 74%3.2. უკრაინა 47%3.3. ბელორუსია 16%3.4. მოლდავეთი 9%3.5. ყაზახეთი 1%3.6. უზბეკეთი 0%3.7. ყირგიზეთი 0%3.8. ტაჯიკეთი 0%3.9. თურქმენეთი 0%3.10. აზერბაიჯანი 38%3.11. სომხეთი 7%3.12. მიჭირს პასუხის გაცემა 12%ბ) პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების და ახალგაზრდული არასამთავრობოების წარმომადგენლები:1. ქვემოთ ჩამოთვლილ პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან რომლებს მიიჩნევთ ყველაზე სტაბილურად და წარმატებულად? (დახურული კითხვა, არა უმეტეს სამი პასუხისა)1.1. რუსეთი 43%1.2. უკრაინა 22%1.3. ბელორუსია 15%1.4. მოლდავეთი 6%1.5. ყაზახეთი 36%1.6. უზბეკეთი 9%1.7. ყირგიზეთი 3%1.8. ტაჯიკეთი 2%1.9. თურქმენეთი 10%1.10. საქართველო 5%1.11. აზერბაიჯანი 39%1.12. სომხეთი 9%1.13. მიჭირს პასუხის გაცემა 8%2. ქვემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან რომლებს მიიჩნევთ საქართველოსთვის ყველაზე საიმედო პარტნიორებად საერთაშორისო არენაზე? (დახურული შეკითხვა, არა უმეტეს სამი პასუხისა)2.1. რუსეთი 6%2.2. უკრაინა 38%2.3. ბელორუსია 6%2.4. მოლდავეთი 9%2.5. ყაზახეთი 26%2.6. უზბეკეთი 3%2.7. ყირგიზეთი 1%2.8. ტაჯიკეთი 0%2.9. თურქმენეთი 4%2.10. აზერბაიჯანი 48%2.11. სომხეთი 6%2.12 .მიჭირს პასუხის გაცემა 11%3. ქვემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან რომლებია ცივილიზაციური და კულტურული გაგებით თქვენთვის ყველაზე ახლოს მყოფი? (დახურული შეკითხვა, არა უმეტეს სამი პასუხისა)3.1. რუსეთი 67%3.2. უკრაინა 58%3.3. ბელორუსია 12%3.4. მოლდავეთი 12%3.5. ყაზახეთი 2%3.6. უზბეკეთი 0%3.7. ყირგიზეთი 0%3.8. ტაჯიკეთი 0%3.9. თურქმენეთი 0%3.10. აზერბაიჯანი 37%3.11. სომხეთი 8%3.12. მიჭირს პასუხის გაცემა 7%

ევრაზიის ინსტიტუტის სოციალურ-პოლიტიკური კვლევების განყოფილების ხელმძღვანელი,
პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ლევან მეტრეველი
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"