ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
25.03.2012
ალ-ყაიდა: ”ოპერაცია გლადიო” გრძელდება?

ევროპის კონტინენტზე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ალ-ყაიდამ კვლავ წამოყო თავი, ამჯერად საფრანგეთში. როგორც მოსალოდნელი იყო, მკვლელი მუსლიმანი ალ-ყაიდას ტერორისტი აღმოჩნდა.

ყურადღებას იქცევს ის, რომ ტერორისტი თითქოს ბოროტი ”პიარშიკის” მიერ დაწერილი სცენარის მიხედვით მოქმედებდა: დაცხრილა ფრანგი სამხედროები, რამდენიმე დღის შემდეგ - ებრაელი ბავშვები, შემდეგ კი, როდესაც სამართალდამცველებმა ალყა შემოარტყეს, განუცხადა მათ, რომ ”საფრანგეთის მუხლებზე დაჩოქება” სურდა. ცალსახაა, რომ იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა მოტივი ამოძრავებდა ტერორისტ მერაჰს, მის მიერ ჩადენილ საშინელ დანაშაულებებს შეუძლიათ საპრეზიდენტო არჩევნების წინ ფრანგების განწყობაზე გავლენის მოხდენა. სარკოზი, რომელსაც ხალხისთვის არაფერი აქვს სათქმელი სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში, აქცენტს საგარეო საფრთხეებზე, იმიგრანტების მოზღვავებაზე (ქვეტექსტით სწორედ მუსლიმან იმიგრანტებზე კეთდება აქცენტი) და მსგავს თემებზე აკეთებს. ბევრი ანალიტიკოსის აღიარებით, თავის საარჩევნო აგიტაციაში სარკოზი ცდილობს, გადაიბიროს მარი ლე-პენის ელექტორატის ნაწილი.

და აი ახლა ძალზე ”მოსწრებულად” გამოჩნდა მერაჰი, რომელმაც, ასე ვთქვათ, დაამცირა საფრანგეთი, ამასთან ერთად, ებრაული თემისადმი სიბრალული გამოიწვია, ხოლო ყოველივე ამან ამაყი ფრანგების ყურადღება უნდა გადმოიტანოს ეკონომიკური პრობლემებიდან და აიძულოს ისინი, გადაიხარონ იმ კანდიდატის მხარეს, რომელიც უსაფრთხოების თემატიკას უსვამს ხაზს, ანუ მოქმედი პრეზიდენტისკენ (მით უმეტეს, რომ იგი თავად არის ებრაული წარმოშობის). ბუნებრივია, არავის აქვს უფლება, მინიშნებები გააკეთოს იმაზე, რომ ამგვარი საშინელი დანაშაულებების ორგანიზება თავად სარკოზის შეეძლო, ეს სულელური და ამორალური ქმედება იქნებოდა. ჩვენ მხოლოდ ვაკვირდებით მოვლენებს ერთმანეთთან ურთიერთკავშირში.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ”ცივი ომის” ეპოქის ევროპულ ქვეყნებში არსებობდა მემარჯვენე ტერორისტების საიდუმლო ქსელი, რომელიც შექმნილი და მხარდაჭერილი იყო ამერიკული სპეცსამსახურების მხრიდან. მემარჯვენე ტერორისტების ქმედებებმა 1960-იანი წლებიდან მოყოლებული, 1980-იანების ჩათვლით ასეულობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა იტალიაში, თურქეთში, საბერძნეთში, ბელგიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, დანიასა და სხვა ქვეყნებში. ეს ტერორისტული აქტები ბრალდებოდა მემარცხენე ტერორისტებს, მემარცხენე პარტიებისა და მემარცხენე პოლიტიკოსების დისკრედიტაციის, ამასთან ერთად - საბჭოთა კავშირის წინაშე შიშების გაღრმავების მიზნით. ეს საიდუმლო ზედაპირზე ამოტივტივდა 1990 წელს - საიდუმლოების გრიფის მოხსნა დაიწყო იტალიიდან (”ოპერაცია გლადიო”) და ადგილი ჰქონდა დიდ სკანდალს, მაგრამ თანდათან კვალი მიჩქმალეს და სკანდალი მიჩუმათდა. ახლა ცოტა ვინმე თუ იხსენებს ”გლადიოს” ოპერაციასა და სხვა ასეთ სისხლიან ოპერაციებს, აშშ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ ინსპირირებულს.

ნებსით თუ უნებლიეთ ალ-ყაიდა გვევლინება ”გლადიოს” საქმის გამგრძელებლად, იგი კვებავს შიშებს ევროპის მოსახლეობას შორის.

ნებისმიერ შემთხვევაში, მომხდარის შემდეგ, სოციალისტ კანდიდატ ფ.ოლანდს, რომელიც აქამდე საკმაოდ დამაჯერებლად ლიდერობდა საარჩევნო კამპანიას, მთელი რესურსების მობილიზება დასჭირდება ატლანტისტების პროტეჟე ნ.სარკოზის დასამარცხებლად.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"