ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
საავტორო სვეტი
21.03.2012
ჰეგემონის ფავორიტი ისრაელი და მისი ლტოლვა „კავკასიის ისრაელისკენ“

გასული საუკუნის ორმოციან წლებში, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც აშშ-ს როლი მსოფლიოში არც ისე გამოკვეთილი იყო, როგორც დღეს, ამერიკის პრეზიდენტ რუზველტსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ჩერჩილს შორის ურთიერთობა დიამეტრაულად განსხვავდებოდა თანამედროვე პირობებში ამ ორი ქვეყნის ლიდერთა ურთიერთობისაგან.

რუზველტის მიდგომა ომისშემდგომი მსოფლიოს მოწყობისადმი უდავოდ იწვევს დადებით განწყობას საღი, ახლებური აზროვნებით - მსოფლმხედველობრივი თვალსაზრისით იმჟამინდელი მსოფლიო ლიდერების, მათ შორის ჩერჩილის მოძველებული აზროვნების ფონზე.

„თავიდანვე პირდაპირ უნდა ვუთხრათ ინგლისელებს, რომ ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ „კეთილი ძია“, რომელსაც ინგლისის იმპერია გამოიყენებს მძიმე მდგომარეობიდან თავის დასაღწევად და შემდეგ სამუდამოდ დაივიწყებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა და დაუმატა: „ჩერჩილმა გამომიცხადა, რომ ის მისი უდიდებულესობის პრემიერ-მინისტრი იმიტომ კი არ გახდა, რომ ბრიტანეთის იმპერიის განადგურებას უხელმძღვანელოს. მე კი მგონია, რომ ამერიკა, ინგლისს ამ ომში არ დაეხმარება მხოლოდ იმისათვის, რომ ინგლისს საშუალება მიეცეს, ისევ ძველებურად და დაუნდობლად თრგუნავდეს კოლონიურ ხალხებს“.

რუზველტის მოსაზრების გახსენება უდავოდ დადებითად განაწყობს მკითხველს არა მარტო მისადმი, არამედ ამერიკისადმი, რასაც დღეს ნაკლებად აქვს ადგილი. ომამდელი ამერიკა, საკუთარ შიდა ცხოვრებაში გართული, ნაკლებად ფიქრობდა სხვებზე, მათ შორის ევროპაზე და რომ არა პერლ ჰარბორზე ფაშისტური გერმანიის მოკავშირე იაპონიის თავდასხმა, არავინ უწყისს, რა განვითარებას პოვებდა ამერიკის ჩართულობა მეორე მსოფლიო ომში - აქტიურს თუ პასიურს. პერლ ჰარბორმა მაღვიძარას როლი შეასრულა, როგორც პრეზიდენტზე, ისე ამერიკელ პოლიტიკოსებზე, საზოგადოებაზე.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მკვეთრად შეიცვალა მსოფლიო. ვითარებამ აიძულა კოლონიზატორები, მათ შორის ბრიტანელები სხვაგვარად მიდგომოდნენ დეკოლონიზაციის საკითხებს, რამაც ორმოცდაათიანი წლების ბოლოს და სამოციანი წლების დასაწყისში ერთა თვითგამორკვევის და თავისუფლების საქმე შეუქცევადად აქცია.

მსოფლიოს ცვლასთან ერთად იცვლებოდა პოლიტიკა, იცვლებოდნენ ლიდერი სახელმწიფოებიც, დიდი ქვეყნების დამოკიდებულება ერთმანეთის და პატარა ქვეყნების მიმართ. წინა პლანზე იწევდა ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით ძლიერი აშშ-ი. ადრე არსებული კოლონიალიზმის სულისკვეთება - საკუთარი ინტერესებისა და გავლენის სფეროთა შექმნის იდეით ჩანაცვლდა.

ახალ მსოფლიოში, ახალი წესების მამამთავრად აშშ-ი გახდა - ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის მომხიბლველი ლოზუნგით.

ერთპიროვნული ლიდერობა თავისთავად იწვევს არა მარტო საშური პოზიციის შენარჩუნებისათვის ბრძოლას, არამედ მოქიშპეთა წინააღმდეგ, როგორც ფარულ, ისე გახსნილ მოქმედებას - ხშირ შემთხვევაში აშკარად მიუღებელს, ვერაგულს.

ერთპიროვნული ლიდერი ვერ იტანს სხვათა მხრიდან პიედესტალისთვის ბრძოლას, განსხვავებულ პოზიციას, სურვილს იმისა, რომ ჰეგემონის გარეშე გადაწყვიტოს საკუთარი პრობლემა.

მოპოვებული გავლენის სფეროთა შესანარჩუნებლად ჰეგემონი არ იშურებს სახსრებს, სამხედრო ძალას და ენერგიას. მისი სამხედრო-საზღვაო ფლოტი სერავს მსოფლიოს ზღვებსა და ოკეანეებს, სამხედრო ბაზები მიმობნეულია დედამიწის სხვადასხვა კუთხში, არასამთავრობო ორგანიზაციები აკონტროლებენ ნებისმიერი ქვეყნის შიდა ცხოვრებას.

ჰეგემონისთვის უცხო არ არის სხვადასხვა სახის ავანტიურა, მათ შორის სამხედროც. მარტივი საბაბით ის თავს უფლებას აძლევს მიმართოს იარაღს ისე, როგორც ვიეტნამში, იუგოსლავიაში, ერაყში, ავღანეთში, სამომავლოდ ირანში. ირანი თავიდან ვერ აირიდებს ჰეგემონის რისხვას თუ არ შეასრულებს მოთხოვნებს, რასაც მას უყენებს ანუ იყოს მორჩილი აშშ-ს მიმართ, უყოყმანოდ შეასრულოს მისი ნებისმიერი სურვილი.

„კეთილშობილური“ საქმის კეთებაში ჰეგემონს სატელიტები უმშვენებენ მხარს - ევროპელი და ახლო აღმოსავლელი, სამხრეთ-აღმოსავლელი და აფრიკელი. მათ მიმართ ჰეგემონის დამოკიდებულება ამ სიტყვის შესატყვისია. ჰეგემონი ვერ იტანს თუნდაც მოკავშირის აღმასვლას. ფინანსურ-ეკონომიკური მაქინაციებით ის უმალ მიუჩენს მას შესაფერის ადგილს. მანიპულაციათა საწარმოებელ იარაღად მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი გვევლინება. ამ ორგანიზაციების მოქმედების არეალი გაცილებით დიდია, ვიდრე სამხედრო ბლოკ ნატოს.

ჰეგემონს ფავორიტებიც ჰყავს - განთესილი მსოფლიოს ამა თუ იმ რეგიონში - ირგვლივმდებარე ქვეყნების მოსაწამლად, მოსარჯულებლად, ჰეგემონის რელსებზე გადმოსაყვანად. ახლო აღმოსავლეთში ასეთად ისრაელი მოიაზრება. ფავორიტობის პრეტენზიას სააკაშვილის საქართველოც იჩემებს.

ფავორიტთა კორპუსში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წვლილი მნიშვნელოვანია. ანტირუსულ ისტერიაში საქართველოს გარდა მათ ვერავინ შეედრება, მაგრამ ისრაელი სხვაა - სხვა ფუნქციით, სხვა განზომილებით, არა მარტო არაბთა, არამედ შემქმნელი საბჭოთა კავშირის და მისი მემკვიდრე რუსეთის მიმართ. ცხადია, ისრაელში არიან ადამიანები, რომლებიც ნაკლებად იზიარებენ სიონიზმის ფილოსოფიას, მაგრამ მათი გავლენა დიდ პოლიტიკაზე უმნიშვნელოა.

სიონისტურმა პოლიტიკამ ისრაელი ისეთ სახელმწიფოდ გადააქცია, რომელიც დღენიადაგ ავლენს აგრესიულ პოლიტიკას არა მარტო ოკუპირებული პალესტინის მიმართ, არამედ სხვა არაბული ქვეყნების მიმართაც. პალესტინელთა მიმართ საჰაერო და სატანკო შეტევა ისეთ ჩვეულებრივ მოვლენადაა ქცეული, რომ იშვიათად იწვევს საყოველთაო აღშფოთებას, განსაკუთრებით ე.წ. დემოკრატიულ ქვეყნებში.

დასავლეთის მიერ ფართოდ გახმაურებული სირიული ამბების ფონზე ღაზის სექტორზე მიტანილი საჰაერო თავდასხმა და მსხვერპლი სხვა შედარებით, უმნიშვნელო მსოფლიო ამბებში გაიფანტა. ისრაელი ისე, როგორც ყოველთვის, სახელმწიფოდ ჩამოყალიბების შემდეგ, ახლო აღმოსავლეთის იმ თავნება ბავშვად რჩება, რომლის ნებისმიერ, თუნდაც ხულიგნურ მოქმედებას, ჰეგემონი თავზე ხელის გადასმით რომ ეგებება.

აშშ-ი, სხვასთან მიმართებაში ურევერანსობას დაჩვეული, ისრაელს ეხვეწება, ჯერ არ დაჰკრას ირანს, დააცადოს დასავლეთის ეკონომიკურ სანქციებს ამოქმედებაში. ჰეგემონს სურს, მსოფლიოს ისე მოაჩვენოს თავი, თითქოს უმწეოა ისრაელის შესაჩერებლად და ერთ მშვენიერ დღეს ის ამას ვერ შეძლებს.

მსგავს „ხვეწნა-მუდარას“ ობამას მხრიდან ადგილი ჰქონდა სულ ახლახანს ისრაელის პრემიერ-მინისტრის ნეთანიაჰუს თეთრ სახლში ვიზიტისას. განხილვის თემა ისევ ირანის ბირთვული პროგრამა იყო. ისრაელი დაბეჯითებით მოითხოვდა ჰეგემონის თანხმობას ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვისათვის.

ისრაელის ლიდერმა შეახსენა ობამას რანი არიან ირანელები: „ირანის თვალში თქვენ დიდი ეშმაკი ხართ, ჩვენ - პატარა. ის არ გვარჩევს ჩვენ ერთმანეთისგან და მართალიც არის. ჩვენ განუყოფლები ვართ. ყველამ იცის, რომ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ი და ისრაელი ერთი ფორმატით გამოდიან“. ნეთანიაჰუმ ისიც განაცხადა, რომ ისრაელს სრული უფლება აქვს დაიცვას საკუთარი უსაფრთხოება, რისთვისაც თავისუფლად შეუძლია მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. ობამამ კვერი დაუკრა სტუმარს საკუთარი უსაფრთხოების დაცვაში და ისიც თქვა, რომ ამ საქმეში ისრაელი „ქვასავით მაგარია“.

ვაშინგტონის შეხვედრა აშკარა დამადასტურებელია იმისა, რომ თუ ირანი არ შეწყვეტს ურანის გამდიდრებას, ისრაელი დასჯის მას. ის, რომ ამას ადგილი ექნება, ეჭვს არ ბადებს, მხოლოდ დასადგენია, როდის - აშშ-ს პრეზიდენტის არჩევნებამდე თუ შემდეგ. „როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრი მე არ მივცემ საშუალებას ებრაელ ხალხს იცხოვროს განადგურების შიშის ქვეშ. ებრაელები ვერ შეეგუებიან ატომური ბომბებით შეიარაღებულ აიათოლებს“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერის განცხადება თავისთავად შეავსო დიდმა ბოსმა - მისი განმარტებით, მოთმინების ფიალა ივსება და სულ უფრო ვიწროვდება დასავლეთის მიერ ირანისათვის გაღებული ფანჯარა.

თუ რა უბედურება შეიძლება მოუტანოს მსოფლიოს ირანზე თავდასხმამ არაერთხელ ითქვა კომპეტენტური ექსპერტებისა და პოლიტიკოსების მიერ. ისიც ითქვა, რომ ასეთი, გვერდს ვერც საქართველოს აუვლის, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქართველო ამერიკის და აქედან გამომდინარე, ისრაელის სტრატეგიულ პარტნიორობას იჩემებს. ხელისუფლების წარმომადგენლების ცალსახა განცხადებებიც ამის დასტურია.

საქართველოს ხელისუფლება, საკუთარი და არა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, შეეცდება ტყავიც გაიძროს თავის გადასარჩენად. საკუთარი ხელით საკუთარი ტყავის (უფრო ზუსტად, საკუთარი ქვეყნის ტყავის) გაძრობა უფრო მისაღებია, ვიდრე არჩევნებში დამარცხების შემდეგ სხვამ გააძროს (გამარჯვებულმა) ტყავი. ამ შემთხვევაში მას ჰეგემონისა და მისი ახლო აღმოსავლელი შეგირდის, ისრაელის იმედი აქვს - განსაკუთრებით ორი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის ფონზე. მაგრამ ხალხთა საუკუნოვანი ურთიერთობა სხვაა, პოლიტიკა სხვა, მითუმეტეს თუ ამ პოლიტიკის მიღმა შორს მიმავალი სიონისტური გეგმებია ჩაქსოვილი.

ებრაელი მწერლისა და მკვლევარის, ლევ გუნინის ნაშრომი - „კავკასია, როგორც ისრაელის ტერიტორიის ნაწილი“ - სვამს შემდეგ კითხვას - რატომ ილტვიან ებრაელები კავკასიისკენ? და პასუხსაც სცემს - „კავკასია კოზირია ისრაელის ბრძოლაში რუსეთის, ირანის და სომხეთის წინააღმდეგ. თანაც, კავკასია, სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ნედლეულის მოპოვებისა და ტრანსპორტირების, გასაღებია“.

ავტორი იმოწმებს „Y-Net News“, ისრაელის ახალი ამბების არხს (2011 წ.) – „2008 წლის 8 აგვისტოს, პარასკევ დილით, ქართულმა ტანკებმა და ქვეითებმა, ისრაელის სამხედრო მრჩეველთა დახმარებით, დაიკავეს ცხინვალი. . . მაგრამ რუსებმა მკაფიო ზღვარი დაუდეს ებრაელი ნავთობის მაგნატების გეგმას, გადაექაჩათ აზერბაიჯანის ნავთობი და თურქმენეთის გაზი საქართველოსა და თურქეთის გავლით, ნაცვლად მათი რუსეთის მილებისთვის მიერთებისა. . . ნავთობსადენმა უნდა მიაღწიოს ისრაელის ნავთობსაცავებამდე აშკელონში და წითელ ზღვაზე ეილატში. იქიდან ნავთობი, სუპერტანკერებით ინდოეთის ოკეანის გავლით, შორეულ აღმოსავლეთში შეიძლება გაიზიდოს“.

კანადაში გაქცეული მოსადის მაღალჩინოსნის, ვიქტორ ოსტროვსკის წიგნიდან ცნობილი ხდება, რომ ისრაელის ჯალათები დედამიწაზე ყველაზე სისხლიანი და არაადამიანური რეჟიმების სადამსჯელო რაზმებს წვრთნიან. „არსებობს მტკიცებულებები, რომ საქართველოში ისრაელის ფართო ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო ინტერვენციაში აქტიურად მონაწილეობენ როტშილდებისა და როკფელერების ებრაული კლანები“, - წერს გუნინი და განაგრძობს - „ისრაელი საქართველოს უყურებს, როგორც „კავკასიის ისრაელს“ და მას „პალესტინის ისრაელს“ ადარებს, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ „პალესტინის ისრაელს“ საქმე არაბულ გოლიათთან აქვს, ხოლო კავკასიის ისრაელს“ - რუსულ გოლიათთან“.

ავტორი ყურადღებას ამახვილებს ერთობლივ ქართულ-ამერიკულ სწავლებაზე, რომელიც 2008 წლის 31 ივლისამდე ჩატარდა. „სწორედ აქ ასწავლიდნენ ამერიკელები ქართველებს მჭიდროდ დასახლებული პუნქტების „წმენდას“ (ადგილობრივი მოსახლეობის გენოციდს) და ამას „ანტიტერორისტულ წმენდას“ უწოდებდნენ. ამგვარად, სამხედრო დანაშაული, რომელიც მალე ცხინვალში ჩაიდინეს ცინიკური სახელწოდებით „ანტიტერორისტული ტაქტიკა“ - ქართველებს სწორედ ამერიკელმა და ებრაელმა ინსტრუქტორებმა ასწავლეს. . .

. . . 2008 წლის ომი არ ყოფილა ომი საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის, ეს იყო ისრაელის (პირველ რიგში) და აშშ-ს მიერ რუსეთის წინააღმდეგ წარმოებული ომი. სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე 11 ათასმა ამერიკელმა მრჩეველმა, მედესანტემ და მზერავმა საქართველო დატოვეს. მათ შეასწავლეს ქართველებს სამხრეთ ოსეთში შეჭრისა და რუსეთის არმიისათვის წინააღმდეგობის გაწევის საფუძველი. ამერიკელი სამხედროები მთლიანად ჩაანაცვლა ისრაელმა“, - წერს გუნინი.

ებრაელი მწერალი, ზუსტი ფაქტების და გვარების მოშველიებით, ააშკარავებს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის უცნობ ამბებს და სერიოზულ საფუძველს ქმნის სხვაგვარი აზროვნებისთვის - ემოციებიდან, ქარაფშუტული განცხადებებიდან შორს მყოფის.

მწერალი იხსენებს ერთ-ერთ ბანკეტს - ისრაელის დელეგაციის პატივსაცემად გამართულს და მასზე დამსწრე ქართველი მინისტრების, ოფიციალური პირების გრძელ რიგს, ებრაელი სტუმრებისათვის ხელის ჩამოსართმელად. ხელის ჩამორთმევაში ცუდი არაფერია, მაგრამ ცუდია ის გასაპნული გამონათქვამები, რასაც ქართველები თან აყოლებდნენ ხელის ჩამორთმევას - დაახლოებით ამის მსგავსი - თუ ვინმე უყვართ ქართველებს დედამიწის ზურგზე ებრაელები, ისრაელი, ამერიკა და ამერიკელებია.

უკანალში ძრომამ, როგორც ჩანს, ისეთ პიკს მიაღწია, რომ ისრაელის გაზეთების დაცინვის საგანიც კი გახდა. 2012 წლის 3 იანვარს ებრაულმა გაზეთმა „ჰაარეცმა“ შლომო ავნერის სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია: „სააკაშვილმა განაცხადა, რომ ისრაელში ხედავს დიდი ადამიანების პატარა ქვეყნის მაგალითს.“ იგი ამბობს -„ბენ-გურონი ჩემი გმირია“. იმავე სტატიაში ავტორი აღიარებს, რომ სააკაშვილის რეჟიმი, მისი ლიდერების განცხადებების მიუხედავად, ავტორიტარულია.

საქართველოს ხელისუფლება ეტრფის სინგაპურს, ისრაელს, ცხადია ამერიკას, თურქეთს - ეტრფის პირადი ანგარებისა და ინტერესებისათვის, საქვეყნო საქმე აქ რა მოსატანია. ეშმაკობაში, პოლიტიკურ ინტრიგებში გამობრძმედილი ისრაელი, საქართველოს პრეზიდენტისა და ნაცთა ნამდვილი ბუნების შემყურე, უმალ აკეთებს შესაბამის დასკვნებს - ცხადია საკუთარი პოლიტიკისათვის და არა იმ ქვეყნისათვის, მის შვილებსაც რომ არ აწუხებთ. ასეთს უბრალოდ გაახვევენ შარში, რასაც 2008 წელს ჰქონდა ადგილი.

მაინც რას ფიქრობდნენ ვაშინგტონისა და თელ-ავივის პოლიტიკურ და სადაზვერვო სამსახურებში, როდესაც იარაღით და სამხედრო სპეციალისტებით უზრუნველყოფდნენ ქართულ ჯარს? ნუთუ მათთვის საიდუმლოებას წარმოადგენდა სააკაშვილის გაუწონასწორებლობა? იქნებ სწორედ ეს თვისება ხიბლავთ მათ? ან რას მოელოდნენ რუსეთის მხრიდან - უმოქმედობას, დაყვავებას, პატარა ქვეყნის მიერ სახეში გაწნული სილის პასუხად მეორე ლოყის მიშვერას? ძნელია დაჯერება იმისა, რომ ისრაელ-აშშ-ს სპეცსამსახურები არ მოელოდნენ ასეთ რუსულ პასუხს. იქნებ ყველაფერთან ერთად მათ ხიბლავდათ რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან პერმანენტულად მოგიზგიზე ცეცხლი - ახლო აღმოსავლეთის მსგავსად?

ამ კითხვებს შესაძლოა არასდროს გაეცეს პასუხი, მაგრამ ამის მიუხედავად და ამერიკულ ინსტიტუტებში დამუშავებული პროექტებიდან გამომდინარე, დაჰყავი და იბატონეს მრავალსაუკუნოვანი ცნება ძალაშია. მან თავი იჩინა იუგოსლავიაში, ლიბიაში, შესაძლოა ეგვიპტეში, სირიაში.

ლიბიაში გაჩაღებულმა ომმა უკვე მოიტანა შედეგი - რეგიონების მიერ ცენტრის დაუკითხავად, ფართო ავტონომიის გამოცხადება. ჯერი ეგვიპტეზეა. ეგვიპტის ხელისუფლების მიერ სამართალში მიცემული ამერიკული ინსტიტუტის თანამშრომლების მიერ შედგენილი პროექტების მიხედვით, ეგვიპტე ოთხად უნდა დაიშალოს. სირიაში გარედან თავსმოხვეული რევოლუცია - ქვეყნის დაშლის საწინდარი შეიძლება გახდეს. ამერიკელთა გათვლით, არც ავღანეთს დაადგება სიკეთე, ვინაიდან ბელუჯისთანი ცალკე სახელმწიფოდ შეიძლება გამოჰყონ.

თუ რა გეგმები იქსოვება რუსეთის მიმართ, კარგადაა ცნობილი. ვაშინგტონ-თელ-ავივის წაქეზებით საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ გამოუთქვამს ასეთი აზრი.

საქართველოს ხელისუფლება, რომელზეც მძლავრ გავლენას ახდენს ისრაელი, რომ აღარაფერი ვთქვათ აშშ-ზე, ეტრფის ისრაელს. არც ამაშია რაიმე გასაოცარი, მაგრამ, როდესაც საკუთარი მრავალსაუკუნოვანი ისტორია თუ მეტი არა, არაფრით ჩამოუვარდება მისას, სხვაგვარი სურვილი უნდა იყოს - სურვილი იმისა, შენ შექმნა უკეთესი ცხოვრება, ვიდრე იქ არის. იყო დამოუკიდებელი, გქონდეს საკუთარი თავის პატივისცემის გრძნობა, ხელს არ უკოცნიდე სხვას.

ჰამლეტ ჭიპაშვილი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"