ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
საავტორო სვეტი
29.01.2012
ქართული ”ნაციონალ-მიშიზმი”, გერმანული ”ნაციონალ-სოციალიზმის” მაგივრად

ამ ბოლო დროს ”ქაოსის თეორიის” კვლევით დავინტერესდი. მისი კვლევისას, წარმოიდგინეთ, ისეთ ნიუანსებს წავაწყდი, გავოცდი, ნუთუ შესაძლებელი იყო, 21-ე საუკუნეში, მოდერნიზირებული და კარგად შენიღბული ფაშისტური იდეოლოგიის, მმართველობისა და ცხოვრების წესის დანერგვა. თურმე შესაძლებელია და აღნიშნული ექსპერიმენტის განხორციელება, საქართველოში მიმდინარეობს და თუ ამას დროზე არ ავლაგმავთ, ძალზედ ცუდ და შეიძლება კატასტროფულ შედეგებამდეც კი, მივიდეთ.

საქართველოში ფაშისტური იდეოლოგიის დანერგვის პროცესის პირველი ეტაპი მიდინარეობს(ბდა). ეს შემთხვევითი მოვლენა არ გეგოგნოთ, ყველაფერი წინასწარ არის დაგეგმილი და გათვლილი, მაგრამ მინდა აქვე შევნიშნო, რომ ძალზედ საჭვოა ამის პირდაპირი დამკვეთი, აშშ-ს ოფიციალური ხელსიუფლება, ან რუსეთის ფედერაციის მთავრობა იყოს.

გართულება საჭირო არც არის, ყველაფერი ძალზედ მარტივადაა. უბრალოდ საქართველოში, უცხოური სოროსისეული ექსპერიმენტული დაკვეთა ქართველებიდან ყურმოჭრილი მონა-ბაჭიების გამოყვანისა ჩავარდა, ფიასკო განიცადა და აღნიშნულმა იქმდე მიგვიყვანა, რომ საქმე უკვე ქართული ნეოფაშიზმის საწყისებთან და მისი ჭკუადაბინდული აზროვნების ნაყოფთან უფრო გვაქვს გვაქვს.

მსოფლიო პრქტიკიდან გამომდინარე, საქართველოში, ქაოსის თეორიის საწყისი ელემენტების დანერგვა მიმდინარეობს, რომლის საბოლოო მიზანი მონური იდეოლოგიის თავმოხვევა და მოდერნიზებული ფაშისტური პატარა ქვეყნის შექმნა გახლავთ, რომელსაც ხალხში დანერგილი შიში ძლიერი ფაქტორის გამოყენებით, ერთი მუჭა ხუნტა მართავს. ქაოსისა და ანარქიის კვლევებში, ძალზედ შორს რომ არ შევიდე და მკითხველს თავიც არ მოავბეზრო, დღეს თქვენს ყურადღებას მხოლოდ ერთი ფაქტორის გარშემო ანალიზზე შევაჩერებ, რომელსაც რასაკვირველია იმპერატიულობის პრეტენზია სრულებითაც არ გააჩნია.

მინდა, პირდაპირ თემის მთავარ საკითხს შევეხო და იმ ფაქტის შესახებ განვმეორდე, რომ საქართველოში დღეს მოდერნიზებული, ფაშისტური და დესპოტური მმართველობის სახელმწიფოს მშენებლობა მიმდინარეობს, ოღონდ გაორმაგებული ტემპით. ეს კი, მოახლოებულ არჩევნებს და მასში ჰეგემონიური ნაციონალური მოძრაობის უეჭველი მარცხის შიშს უკავშირდება; ფაშისტური ტრანსფორმაციის საავტორო ჯგუფი, უმაღლეს სახელისუფლო შტოებში მოკალათებული, აშკარად სახელმწიფო დამნაშავეთა კასტაა, რომლებსაც ხელისუფლების დათმობის შემთხვევაში, ქართველი ხალხის თავს დასატყდომი რისხვის ხარისხი, კარგად აქვთ. დამეთანხმებით ალბათ იმაში, რომ საქართველოში ოჯახი არ დარჩა, ნაციონალების რბევის ხელი რომ არ შეხებოდათ და იქ, ამა თუ იმ ფორმით უბედურება არ შეეტანოთ! სწორედ ასეთი, ექსპერიმენტულ-მოდერნიზებულ-ფაშისტურ-დესპოტური მმართველობის დანერგვითა და ხალხში შიშის სინდრომის გაათკეცებით ლამობენ ისინი, ძალაუფლების შენარჩუნებას.

ყველაფერი წინასწარ არის დაგეგმილი და დაახლოებით იმავე სქემით (ოღონდ შეძლებისდაგვარად გათანამედროვებული სახით) ხორციელდება, როგორც ადოლფ ჰიტლერის გერმანიაში. იდეოლოგიური საფუძვლებიც იგივეა, ოღონდ გაუთვითცნობიერბული მასებისთვის სახეცვლილი! ეკონომიკაზე კი, საუბარიც არ ღირს!

ანალიზის დაწყება, ერთი ციტატით მსურს, რომელიც ჰიტლერის ჰეგემონიის დროს, ჰიტლერული იდეოლოგიის შესახებ, ევროპაში მუსირებდა, ხოლო შემდეგ მოკლე ჭრილში მიმოვიხილავ მას, საქართველოსთან მიმართებაში:

"რამოდენიმე წლის შემდეგ პათოლოგიურმა გენიამ, რომელიც უვიცობას და ბედნიერებისადმი შიშს ყველაზე ეფექტურად იყენებდა, “გმირული თვითაღკვეთის” ლოზუნგით, ევროპა დაღუპვის პირას მიიყვანა”. სხვა სიტყვებით, გერმანელებს საკუთარი თავის დავიწყება შესთავაზეს, იმ საბაბით, რომ ეს მათ ვითომ არაფრამდე არ მიიყვანდა და წარუმატებლობისთვის, წინასწარ იყო განწირული; სამაგიეროდ ხალხს, საკუთარი გამარჯვებებისა და დამარცხებების ნაცვლად, დიდი გერმანიისა და არიული რასის ჰეგემონიის რწმენა შესთავაზეს".

აღნიშნული მოკლე ციტატა იმდენად ზუსტად გამოხატავს საქართველოში დღს გამეფებულ სიტუაციას, რომ უფლება მომეცით, დღეავნდელი ქართველი აიხმანებისა და გებელსების გეგმების შესახებ, პატარა ჩემეული ანალიზი შემოგთავაზოთ:

1. არსებული განათლების სიტემით, მასიური უვიცობის დანერგვა, ბნელი და შემდგომში, უვიც, შეშინებულ და იმავდროულად ეგზალტირებულ მასებზე დაყრდნობით ქვეყნის თვითნებური მართვა-გამგებლობა, ბატონყმური ურთიერთობების დამყარება; ქვეყანაში ფანატიზმის და ერთი ადამიანის კულტის ჩამოყალიბება, ფაქტიურად კერპთაყვანისმცემლობა. მოაზროვნე ფენების ქვეყნიდან იძულებითი მიგრაცია. დღევანდელი უმდაბლესი დონისა და მახინჯი განათლების სისტემა, რომლის სრულიად არაადეკვატური საფასურის გადახდაცმ გაღატაკებულ მასებს სულ უფრო უჭირთ, უვიცთა სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პერსპექტივას გვიქადის. უმთავრესი საშუალება მიზნის მისაღწევად.

2. მართლმადიდებლური სარწმუნოების პერიოდული ლანძღვა-დისკრედიტაცია; ეკლესიაში შიდა არეულობისა და ქაოსის დათესვა, სასულიერო პირთა მოქრთამვა, კორპუფციულ სქემებში გახლართვა, ეკელსიაში არსებული მანკიერი მოვლენებისა და მასში ჩათრეული სამღვდელოების, საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება. შეძლებისდაგვარად, პირველი პირის, ეკლესიის საჭიდან ჩამოცილება, გამომდინარე მისი უზარმაზარი ავტორიტეტიდან. მართვადი სინოდის შექმნა. პროექტის ავორებმა მშვენივრად უწყიან მასებზე, დედა ეკლესიის უზარმაზარი გავლენის შესახებ და ყველა დასაშვები და დაუშევბადი გზებით ცდილობენ მის დასუსტებას. ეტყობა კარგად ახსოვთ ზბიგნევ ბჟეჟინსკის სიტყვები:”დავამარცეთ კომუნიზმი, ეხლა მთავარია დავამარცხოთ მართლმადიდებლობა”. ალბათ დამეთახმებით, რომ ამ სამყაროს უძლიერესთთაც კი, გათვითცნობიერებული აქვთ ჩვენი სარწმუნოების სიძლიერე და მისი შესაძლებლობები.

3. ყველასთვის ცნობილია, მაგრამ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ნაციონალ-სოციალისტების იდეოლოგიის ქვაკუთედი და გერმანელ ხალხზე ზემოქმედების წყაროდ შერჩეულ იქნა არიული, ქერა რასისა და ზოგადად მსოფლიოში, გერმანული ერის ჰეგემონიის ფაქტორი, რომელმაც საკმაოდ კარად იმუშავა, დამეთანხმებით! მოდით შევადაროთ ერთმანეთს ნაციონალებისა და ნაციონალ-სოციალისტების ”ზონდერ ბრიგადების” იდენტობა, რა ერთნაირი, გამეტებული ზიზღი, სიბოროტე და აღვირახსნილობა, ადამიანისადმი დაუნდობლობა ახასიათებთ. ”ზონდერ ბრიგადების” შემადგენლობა ორივე შემთხვევაში: კუნთამგარი და გაუნათლებელი მასები; საქართველოს შემთხვევაში, ნარკომანებიც დაამატეს, რომელთაც არცევნების დროს, მათივე გადმოცემით ნარკოტიკებს უფასოდ ურიგებდნენ. ამ ფაქტის მართებულობაზე მართალია თავს ვერ დადვდებ, მაგრამ არც გამიკვირდებოდა. ”ზონდერ ბრიგადების” გამორჩეული პირები, ორივე შემთხვევაში მუშაობას იწყებდნე საპოლიციო სტრუქტურებში, ხოლო ისტორიულ ჭრილში სოდ-ში, კუდ-ში, ან ”გესტაპო”-ში, ”სს”-ში.

მართალია, ქართველები არც გერმანული და არც არიული რასის წარმომადგნლები არ ვართ, მაგრამ ალბათ ბოლო დროს ყურადრებას მიაქცევდით ფრაზებს, ”პირველად მსოფლიოში საქართველოში...”, ”მხოლოდ საქართველოში...”, ”მხოლოდ ქართველები...”, ”ქართული ქალაქი - ”ლაზიკა”... ” - ალბათ ჩინელებით დასახლებული, ”მსოფლიო რეიტინგში პირველ ხუთეულში...” და ა.შ. ეს, გერმანულ-არიული რასის ჰეგემონიის, ქართული, მეტად უბადრუკი იდეოლოგიის კალკირებაა, რომელმაც საქართველოში არ იმუშავა. მეთოდები მოგიძველდათ ბატონებო!

ერთი ლიდერისადმი კერპთაყვანისმცემლობა: გერმანიაში - ”ჰაილ, ჰიტლერ”, საქართველოში კი, უკვე კომიკური - ”მიშა”, ”მიშა”, რომელსაც ავტობუსებით მიყვანილ მოსწავლეებს, გაღატაკებულ პენსიონერებს, ნაც. მოძრაობის აქტივისტებს და ორგანიზაცია-დაწესებულების მუშაკებს, სამსახურიდან დათხოვნის შიშით აყვირებენ და აბღავლებენ. კიდევ კარგი, გერმანული გულანთებული ”ჰაილ ჰიტლერ”-ივით, ფეხი ვერ მოიკიდა ”მიშა, მიშა”-ამ, თუმცა დასაწყისში, ამის ნათელი მაგალითები გვქონდა, როდესაც ეგზალტირებული მასები, ”მიშა, მიშა”-ას ბღაოდნენ. ღმერთმა გადაგვრჩინა.

ჯადოქრებთან და წინასწამეტყველებთან სიარული. კიდევ კარგი, საქართველოში, ნაცისტებივით ამაზე სპეცილური პროგრამა არ შემუშავდა, თორემ ეხლა ჯადოქრებზე ნადირობა, ან ინკვიზიცია უკვე მაგრად იქნებოდა ფეხმოკიდებული. ეს, რასაკვირველია სარკაზმით.

4. ხალხის ზომბირების ნაცადი საშუალება, მასმედია. ხელისუფლების მიერ, მართული ტელეკომპანიების ეთერიდან ისეთი ბოროტება, ისეთი ღვარძლი და ისეთი უხამსობა იფრქვევა, ადამიანს ყველაფრის ხალისს წაგარტმევს და ჩემს გარშემო ყველა მყოფბის განხცხადებით, ყველა, ამ სისულელეების სმენის აუანლობით, შემეცნებით, ან კინოარხებს უყურებენ, სადაც მასიურად მიმდინარეობს ქართული ენის გამოდევნის ფარული პოლიტიკა, რაც ფილმების ინგლისურ ენაზე ჩვენებაშჳ მდგოამრეობს, ხოლო ტიტრები ქართულ ენაზე იმდენად მცირე და მოკლეხნიანია, რომ ვერც მის წაკითხვას და ვერც შინაარსში გარკვევას ახერხებ. რუსულიკლასიკური კინო, კომედიების ჩათვლით საერტოდ ამოღებულია ჩვენებიდან და გვთავაზობენ ამერკულ, ყოვლად უგემოვნებო და მდარე ხარისხის პროდუქციას. არც ბეჭდური მედია ჩამორჩება, ნაციონალურ არხებს და ისინი, უკვე ნაციონალურ გაზეთებად გარდაიქმნენ. ეს, ქართველი გებელს-კალტერბურნერების ავადმყოფური აზროვნების ნაყოფია; თუმცა აღნიშნული თემა იმდენად ღრმად შუქდება საზოგადოებაში, რომ მკითხევლის ყურადღებას დიდხანს ვერ დავიკავებ.

ბოლო მოვლენებსაც მინდა შევეხო და ვთქვა, რომ თუ ჭორებს დავუჯერებთ, გიგი უგულავა პარტიას ქმნის, ან შექმნა, სადაც ვანო მერაბიშვილის ადგილიც მოიაზრება; ანუ გარკვეული კოალიცია უკვე შესდგა და არ გამიკვირდება, თუ ამ ფლანგიდან ნელ-ნელა, უკვე ”მიშა-ფიურერზე” დაიწყება შეტევა და შეიძლება ჩევნი მაღალი, საკუთარმა თანაგუნდელებმა, სულ მოკლე ხანში გასწირონ. სხვათაშორის ქაოსის თეორია, ასეთ რამეებსაც ითვალისწინებს. ფრთხილად მიშა!

ქართული ფაშიზმის მამები კი, მინდა გვაფრხილო - ძალზედ საშიშ თამაშს თამაშობთ ბატონებო! არ დაგავიწყდეთ, ამ ქვეყნად თქვენზე ჭკვიანები და ნაკითხებიც არსებობენ! ჩემზე ათჯერ მეტად განათლებულებიც და მოაზროვნენიც! სამშობლოს სიყვარულზე აღარაფერს ვამბობ!

ლევან ჩხიკვაძე

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"