ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
22.11.2011
მედვედევმა საქართველო რუსეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნად აღიარა
რუსეთის პრეზიდენტ მედვედევის საკმაოდ პირდაპირი სიტყვები იმის შესახებ, რომ რუსული ჯარების შეყვანა სამხრეთ ოსეთში 2008 წლის ზაფხულში სამშვიდობოებისა და ადგილობრივი მოსახლეობის დაცვის გარდა, მიზნად ისახავდა, ნატოში რუსეთის „ზოგიერთი პარტნიორისათვის“ იმის გაგებინებას, რომ

„მანამ, სანამ ალიანსის გაფართოების გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ნაფიქრი უნდა იყოს გეოპოლიტიკურ სტაბილობაზე“, ნიშნავს ერთს – მოსკოვისთვის სულ ერთი არ არის, რა გზას დაადგება საქართველო.

მედვედევის ამგვარი პოზიცია წინააღმდეგობაშია იმ პოზასთან, რომელიც ბევრმა რუსმა პოლიტიკოსმა და პოლიტოლოგმა დაიკავა, რომლის შემხედვარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ რუსეთისთვის თითქოს მნიშვნელობა არ აქვს, თუ როგორი იქნება საქართველოს პოლიტიკა, რომელზეც ვითომ არაფერია დამოკიდებული. მაგრამ განსხვავებით ამგვარი პოლიტიკოსებისა და პოლიტოლოგებისაგან, რუსეთის უმაღლესი ხელისუფლება აცნობიერებს საქართველოს სტრატეგიულ ღირებულებას, მედვედევის განცხადება მხოლოდ ხაზს უსვამს არსებულ რეალობას.

სხვა საკითხია, აცნობიერებს თუ არა რუსეთის ხელმძღვანელობა იმას, რომ სააკაშვილის რეჟიმის გაგრძელება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს ხელს უშლის. საქართველო სტრატეგიულად ხომ აშშ ორბიტაში რჩება. ნატოში ინტეგრაცია დაკონსერვებულია, მაგრამ რთული სათქმელია, რამდენი ხნით. ის, რომ დასავლეთი საქართველოზე ასე უბრალოდ უარს არ იტყვის, სხვა ფაქტებთან ერთად ნატოს გენერალური მდივნის რასმუსენის თბილისში ვიზიტითაც ჩანს. საქართველო–ნატოს თემა მომავალშიც დარჩება სავაჭრო ობიექტად დასავლეთის ხელში, სხვადასხვა გლობალური საკითხის გარშემო მოსკოვთან დიპლომატიურ ვაჭრობაში. ამისათვის ალიანსს სულაც არ სჭირდება საქართველოსთან ურთიერთობების ინსტიტუციონალიზაცია და მით უმეტეს, მისი მიღება საკუთარ რიგებში, საკმარისია საქართველოს მარიონეტული ხელისუფლების გამოყენება, რუსეთის ცხვირწინ სიტუაციის დასაძაბად.

რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება პრეზიდენტ მედვედევის სიტყვებიდან თავის საკუთარ დასკვნებს აკეთებს, თითქოს მედვედევმა აღიარა, რომ სწორედ რუსეთმა დაიწყო ომი. მაგრამ მედვედევს ეს არც უთქვამს და არც უგულისხმია. მედვედევის განცხადება მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მთლად ჭკვიანი ხელისუფლება არ ჰყავს, რომელმაც გააჩაღა ომი და ამასთან, თვალში ეპატარავა უზარმაზარი მეზობელი. კიდევ ერთხელ იმის კონსტატირებაც შეიძლება, რომ საქართველო არაფერს იგებს მაშინ, როდესაც დასავლეთი მას რუსეთის წინააღმდეგ იყენებს.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"