ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
06.12.2011
ერთი ეპიზოდი რუსული არჩევნებიდან, როგორც მაგალითი ქართული საარჩევნო სისტემისათვის
არჩევნები რუსეთის საკანონმდებლო სათათბიროში შედგა; „რუსულენოვან“ ტელეარხ RTVI-სა და ანონიმური „ბლოგოსფეროს“ გარდა არანაირი ცნობები არ არის არჩევნების დროს არსებითი ხასიათის დარღვევებზე.და რაც მთავარია, რუსეთში ვერავინ მოიფიქრებს, გააყალბოს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმები – საქართველოსგან განსხვავებით, სადაც 2008 წელს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების ფალსიფიკაცია სწორედ იმგვარი შემაჯამებელი ოქმების შედგენის გზით მოხდა, რომლებიც არ შეესაბამებოდა მიღებული ბიულეტენების შედეგებს, ანუ ამომრჩეველთა მოცემული ხმების რაოდენობას. ეს პირველი არსებითი განსხვავებაა რუსულ და ქართულ არჩევნებს შორის, რაც სულაც არ მეტყველებს ქართულის სასარგებლოდ.ახლა კი ერთი ეპიზოდის შესახებ, რომელიც რუსულმა სააგენტოებმა გააშუქეს – ვიდეო:ამ კადრების ნახვისას შეიძლება შემდეგი დაკვირვებების გაკეთება:– საარჩევნო უბანზე დამკვირვებლებად დაშვებულნი არიან „სოლიდარობის“ ტიპის ყველაზე რადიკალური ოპოზიციური ორგანიზაციები, რომელთაც აქვთ სრული შესაძლებლობა, დააფიქსირონ დარღვევები და გავლენა იქონიონ მოვლენებზე – საქართველოსთვის წარმოუდგენელი სიტუაცია;– დამკვირვებლებს (ჟურნალისტებს) აქვთ კანონიერი შესაძლებლობა, ვიდეოკამერაზე გადაიღონ დარღვევები – საქართველოსთვის წარმოუდგენელი სიტუაცია;– ოპოზიციური დეპუტატი თავისთან იბარებს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მისი გავლენა შეესაბამება სახალხო რჩეულის სტატუსს, მიუხედავად იმისა, რომ იგი ოპოზიციონერია – საქართველოსთვის წარმოუდგენელი სიტუაცია;– პოლიცია იქცევა, როგორც უნდა იქცეოდეს პოლიცია – არც ერთი დაინტერესებული მხარის სასარგებლოდ არ მოქმედებს; პოლიციელები თუმცა გარკვეულწილად დაბნეულები არიან, ზუსტად არ იციან, როგორი რეაგირება უნდა მოახდინონ, მაგრამ მაინც მიჰყვებიან კანონს, და არა მმართველი პარტიის ინტერესებს – ასევე წარმოუდგენელი სიტუაცია საქართველოში. შეიძლება, რუსეთში პოლიციელებს „მენტებს“ ეძახიან, მაგრამ ეს ნამდვილად უკეთესია, ვიდრე პოლიტიზირებული ქართული პოლიციის – ვანო მერაბიშვილის პირადი ძაღლების ქცევა.გამოდის, რომ სააკაშვილის რეჟიმის პირობებში ქართული არჩევნები ვერც კი შეედრება რუსულ არჩევნებს და რუსეთში ჩატარებული არჩევნები მასთან შედარებით დემოკრატიის ნიმუშია.
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"