გამარჯვების 71-ე წლისთავის აღნიშვნა

გამარჯვების 71-ე წლისთავის აღნიშვნა

 ევრაზიის ინსტიტუტი ყოველი წლის 9 მაისს მონაწილეობს დიდ სამამულო ომში გამარჯვების აღსანიშნავ ღონისძიებებში

. პირველ ყოვლისა, ეს გამოიხატება ცოცხალი ვეტერანებისადმი თანადგომაში, დაღუპულ და გარდაცვლილ მეომართა ხსოვნისადმი პატივის მიგებაში.

  მიმდინარე წელს ევრაზიის ინსტიტუტმა მონაწილეობა მიიღო გრიბოედოვის სახელობის თეატრის დირექტორის, ნიკოლაი სვენტიცკის მიერ ვეტერანებისთვის გამართული კონცერტისა და წვეულების ორგანიზებაში, რომელსაც ხელი შეუწყო საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის ხელმძღვანელმა ვადიმ გორელოვმა. ჩვენი ინსტიტუტის ახალგაზრდული ჯგუფის წარმომადგენლებმა, ქეთევან მაისურაძემ და ქეთევან ჩლაურმა უზრუნველჰყვეს დიდი სამამულო ომის ვეტერანების  - ანა ბარძიმაშვილისიური თვალჭრელიძის, დავით დობორჯგინიძისა და ლუდოვიკ დაოშვილის მოწვევა. გოგონებმა ყველაფერი გააკეთეს საიმისოდ, რომ ღვაწლმოსილ ვეტერანებს, საქართველოს გმირ შვილებს, თავი კარგად ეგრძნოთ ამ დიდ დღესასწაულზე. ვფიქრობთ, რომ მათ ეს გამოუვიდათ.

  ევრაზიის ინსტიტუტის რეგიონალურმა წარმომადგენლებმაც გამართეს სხვადასხვა ღონისძიებები. ასე, მაგალითად, ბათუმის ფერიის საძმო სასაფლაო, რომელიც, როგორც ვიუწყებოდით, სააკაშვილის რეჟიმის პირობებში განადგურების პირს იყო მისული, ბატონი სოსო ქორიძის მიერ იქნა გადარჩენილი და ერთობლივი ძალებით შეკეთებული. ბათუმის საზოგადოებამ ფერიის სასაფლაოზე განსვენებულ ომის მონაწილეების ხსოვნას ყვავილებით მიაგეს პატივი.

   თელავში ბატონმა ემზარ შალიკაშვილმა საკუთარი ინიციატივითა და ძალებით შეაკეთა, გაასუფთავა და შეღება დაღუპულ გმირთა მემორიალი ე. წ. "ქართველების სასაფლაოზე".

 

ფოტომასალა:

მცხეთა - წვეულება ვეტერანებისათვის:

ბათუმი: ევრაზიის ინსტიტუტის (სოსო ქორიძე) მიერ გადარჩენილი ფერიის საძმო სასაფლაოს ცენტრი:

ღვინის მხარე კახეთის დედაქალაქში ემზარ შალიკაშვილმა, კეთილმოაწყო, გაასუფთავა და შეღება მონუმენტი, შემდეგ კი ჭიქა ღვინით გმირები გაიხსენა.

ევრაზიის ინსტიტუტის პრესცენტრი.