ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის გამოსვლა IV ლივადიის ფორუმზე

ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის გამოსვლა IV ლივადიის ფორუმზე

  5-6 ივნისს ქ. იალტაში (ყირიმი, რუსეთი) რუსეთის ფედერალური კრების ფედერაციის საბჭოს (პარლამენტის ზედა პალატა) მოწვევით,

რიგით მე-4 საერთაშორისო ლივადიის ფორუმის ფარგლებში, საქართველოდან იმყოფებოდა ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე.

 ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას ღებულობდნენ ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკო, ფ/საბჭოს კომიტეტების თავმჯდომარეები, სენატორები, პარლამენტის ქვედა პალატის – სახელმწიფო დუმის დეპუტატები, ასევე ყირიმის რესპუბლიკის უმაღლესი ხელმძღვანელობა.

 პლენარულ სხდომაზე, რომელიც გაიმართა ისტორიულ ლივადიის სასახლეში, სადაც სახელგანთქმული იალტის 1945 წლის კონფერენცია ჩატარდა, სიტყვით გამოვიდა გულბაათ რცხილაძეც.